სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგისაერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენ

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენ

#sheniekimi SheniEkimi.ge • შენიექიმი.ge

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებთან “სამედიცინო ცენტრი ინოვა”,ინოვა ინვიტრო “ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი”, “ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი” და “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაცია Accreditation Canada-მ ვივო მედიქალ ჯგუფში გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან (“სამედიცინო ცენტრი ინოვა, “ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“, “ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო””ინოვა ინვიტრო“) თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის ანალიზი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრით.

მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კლინიკების გუნდი აქტიურად იმუშავებს Accreditation Canada-ს Qmentum International™ პროგრამის ფარგლებში. შედეგად მათ მიენიჭებათ ხარისხის საერთაშირისო აკრედიტაცია, რაც პაციენტებისთვის ქმნის უსაფრთხო, ეფექტიანი და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გარანტიას.

Accreditation Canada (AC) წარმოადგენს არაკომერციულ საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას, რომელიც 60 წელზე მეტია მუშაობს მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებულ ორგანიზაციებს და სამედიცინო დაწესებულებებს მომსახურეობის ხარისხისა და პაციენტების უსაფრთხოების დონის შეფასებასა და მის გაუმჯობესებაში.

„ვივო მედიქალ ჯგუფში შემავალი სამედიცინო ცენტრები:“სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო “ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“,“ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“ და თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წარმოადგენენ ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებს, რომლებიც სრულად პასუხობენ საერთაშორისო სტანდარტებს და განაგრძობენ მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის რათა გახდნენ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები ქვეყნის მასშტაბით.

აღნიშნული თანამშრომლობა გაამყარებს ჩვენი სამედიცინო დაწესებულებების და მთლიანად ქართული ჯანდაცვის სექტორის რეპუტაციას და ხარისხთან შესაბამისობას ჯანდაცვის მსოფლიო რუკაზე და რაც ყველაზე მთავარია ეს პროცესები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს პაციენტებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები“ აღნიშნა ვივო მედიქალ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი ყიფიანმა „”VIVO Medical Group”-ი წარმოადგენს სამედიცინო ცენტრების ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს წამყვან კლინიკებს საქართველოში (“სამედიცინო ცენტრი ინოვა,ინოვა ინვიტრო “ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“,“ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო )

ლინკი:

  როგორ მოვემზადოთ ISO 15189:2022-ისთვის – ხარისხის კულტურის ახალი ერა სამედიცინო ლაბორატორიებში

https://www.accreditation.ge/post/accreditation-canada-ac-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%AF%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%90

 

 
 
 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

 

https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights