ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი“შარლატანები არიან… წინა კვარტალში მილიარდი იშოვეს ამ გზებით” – გიორგი ფხაკაძე

“შარლატანები არიან… წინა კვარტალში მილიარდი იშოვეს ამ გზებით” – გიორგი ფხაკაძე

24/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა:


“არაერთი სტატია დაიწერა და გამოძიება ჩატარდა, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი შარლატანი ბიზნესმენები, რომლებიც ცდილობენ, იშოვონ ფული. წინა კვარტალში, ანტივაქსერებმა მსოფლიოში მილიარდი იშოვეს სხვადასხვა გზით. ისინი თამაშობენ და მანიპულირებენ ადამიანების შიშით და ეს არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში ხდება.


რამდენიმე მიმართულება აქვთ – ერთნი თამაშობენ ადამიანების შიშზე, მათ შორის, რელიგიურზე და ამბობენ, რომ ვაქცინა ცუდია და მათ აქვთ „მაგიური გამოსავალი“. ზოგი ყიდის ბალახს, ტაბლეტს და სესიებსაც კი…


ანუ ანტივაქსერულ მოწოდებებს იყენებენ, როგორც მარკეტინგულ გზას, რათა გამდიდრდნენ. მეორე კატეგორია სოციალური ქსელის პოპულარული „ინფლუენსერები“ არიან, ისინი აგროვებენ აუდიენციას და ამ გზით შოულობენ ფულს და არის მესამე კატეგორია, რომელიც აგროვებს აუდიენციას და შემდეგ ყიდის, მაგალითად, რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის.


ასეთი რამ მოხდა საქართველოშიც, როცა გამოიყენეს კოვიდის თემა, შექმნეს ჯგუფი და შემდეგ ის ადამიანები აღმოჩნდნენ პოლიტიკური პარტიის წევრები. ეს ჯგუფი დაიბლოკა რამდენჯერმე“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/sharlatanebi-arian-tsina-kvartalshi-miliardi-ishoves-am-gzebith-giorgi-phkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „გიორგი ღოღობერიძე ძალიან კარგი, ახალგაზრდა სპეციალისტია, უკვე ჩამოყალიბებული კოლეგა არის...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights