ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ, თქვენ უნდა აიცრათ ორჯერ „ფაიზერის“ ვაქცინით"

„პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ, თქვენ უნდა აიცრათ ორჯერ „ფაიზერის“ ვაქცინით”

07/10/2021

პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პოზიტიურად შეაფასა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოში „ბუსტერდოზებით“ აცრა შესაძლებელი გახდა.


თუმცა, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ბუსტერი არა ჩინური, არამედ მხოლოდ და მხოლოდ “ფაზიერის” ვაქცინით უნდა გაკეთდეს.


როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა “ფორტუნას” ეთერში აღნიშნა, ყველა იმ ადამიანს, ვინც არის დაბალეფექტიანი ვაქცინებით აცრილი ჩინურებით და “ასტრაზენეკას” ჩათვლით, ერთ თვეში უნდა ჰქონდეთ საშუალება აიცრან „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზით.


ფხაკაძის განცხადებით, დღეს საქართველო უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე – “ფაიზერზე“.


ჯანდაცვის ექსპერტი იმედოვნებს, რომ მის ამ რეკომენდაციას მალე გაითვალისწინებენ.

გიორგი ფხაკაძე: ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც გიორგი ფხაკაძე ამბობს


გიორგი ფხაკაძის აღნიშნული განცხადების შემდეგ გადაცემის წამყვანმა ჰკითხა:


“მე ორჯერადად ვარ სინოფარმის ვაქცინით აცრილი, ეს ნიშნავს, რომ ჩემთვის ბუსტერი უნდა იყოს “ფაიზერი” და ისევ ორჯერადად უნდა ავიცრა?”


ამ კითხვის საპასუხოდ, ფხაკაძემ “კვირის თემის” წამყვანს, ნინი ხუგაშვილს ასე უპასუხა:

“თქვენ თუ აიცერით აგვისტოში, ჩვენ უკვე ვართ ოქტომბერში ანუ თქვენ პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ. თქვენ უნდა განიხილოთ თქვენი თავი, როგორც არა აცრილი ადამიანი.


შესაბამისად, თქვენ უნდა აიცრათ ორჯერ „ფაიზერის“ ვაქცინით”,- თქვა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/praqtikulad-ukve-acrili-aghar-khart-fkhakadze-sinofarmit-orjer-acril-djurnalists


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „შესაძლოა, ბავშვებში ინფექცია პოსტკოვიდური იყოს“... - გიორგი ფხაკაძე დაუდგენელი ტიპის მწვავე...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights