სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„მზად უნდა ვიყოთ, რომ მომავალ წელსაც სწავლისთვის ონლაინ პლატფორმების გამოყენება მოგვიწევს“

„მზად უნდა ვიყოთ, რომ მომავალ წელსაც სწავლისთვის ონლაინ პლატფორმების გამოყენება მოგვიწევს“

23/12/2021

2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრიც დისტანციურ რეჟიმში სრულდება, თუმცა ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ რომ სწავლის განახლება ჩვეულ რეჟიმში შეიძლება ვერც მეორე სემესტრში მოხერხდეს.


ამის შესახებ ისაუბრა პროფესორმ, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ სამოქალაქო ინიციატივები „მომავლის თაობის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან.


როგორც მან პედაგოგების კითხვის საპასუხოდ (თუ რა უნდა გაკეთდეს რომ სწავლა საკლასო ოთახებში აღდგეს?) განაცხადა, უნდა ვიყოთ მზად, რომ ონლაინ სწავლება შეიძლება მომავალი წლის სექტემბერში საჭირო გახდეს.

„ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი და სიმართლეს შევხედოთ თვალებში. ამ წელს და მომავალ წელსაც მზად უნდა ვიყოთ, რომ სწავლისთვის ონლაინ პლატფორმების გამოყენება მოგვიწევს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ბავშვების განათლება არის დაცემული, გეთანხმებით. ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვარდნაა განათლებაში. პედაგოგები არიან დიდი სტრესის ქვეშ, ასევე არიან მოსწავლეებიც.


„რა შეიძლება გავაკეთოთ?


პირველი: სკოლებმა მოდი დაგეგმეთ ისე, რომ ეს წელი იქნება ონლაინ წელი, მომავალი წელიც იქნება ონლაინ წელი, რადგან სანამ მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული ვერ ვიქნებით უსაფრთხოდ.


მეორე: მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება, ეს იქნება მასწავლებლების უფრო მეტი კომუნიკაცია ერთმანეთთან ე.წ. ვირტუალური სამასწავლებლოები, სადაც ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, ბავშვების შემთხვევაში კი არა კომპიუტერული თამაშები, არამედ ისეთი ურთიერთობა კლასელებთან, რაც დააინტერესებთ და არა მარტო გაკვეთილზე მოახერხებენ ურთიერთობას,


და მესამე – ჩვენ ამ ეპიდემიის დროსაც კი შეგვიძლია გვქონდეს ურთიერთობა უშუალოდ პედაგოგებთან და ბავშვებთან, სკოლამ უნდა უზრუნველყოს, რომ რეგულაციების დაცვით მოხდეს ტექნიკური შეხვედრები, არა შენობაში, მაგალითად გაისეირნონ გარეთ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
edu.aris.ge


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/mzad-unda-viyot-rom-momaval-welsac-swavlistvis-onlain-platformebis-gamoyeneba-mogviwevs-profesori-giorgi-fkhakadze


  „ერთხელ ვთქვი სპერმაზე და ეს თემა დღემდე ვერ ამოწურეს...“



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights