სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიაეროპორტები 2 კვირაში იხსნება, ამ დროისთვის კი 50 წლის ზემოთ მყოფი ყველა...

აეროპორტები 2 კვირაში იხსნება, ამ დროისთვის კი 50 წლის ზემოთ მყოფი ყველა მოქალაქე 95% იქნება აცრილი

21/02/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე ისრაელის კორონავირუსთან ბრძოლის შედეგებზე საუბრობს.


ქვეყანა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მსოფლიოში პირველმა დაამარცხოს პანდემია, შეზღუდები გაამარტივა.


პროფესორი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.


ფხაკაძის თქმით, ისრაელის მაგალითზეც შეიძლება, დავრწმუნდეთ, რომ „ფაიზერი” სიკვდილიანობასა და ავადობას 95.8% ამცირებს.


„ისრაელი გაიხსნა… მოსახლეობის 50% „ფაიზერის“ ერთი დოზით მაინც აიცრა.

„ფაიზერი“ სიკვდილიანობასა და ავადობას 95.8% ამცირებს.


სუნთქვის პრობლემებისა და სიცხიანობის საფრთხე ფაიზერით აცრილებში 98% მცირდება.


დღეიდან ისრაელში ყველასთვის ღიაა: მუზეუმები, ზოოპარკები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და ბიბლიოთეკები.


აცრის დამადასტურებელი “მწვანე პასპორტით” ღიაა: სავარჯიშო დარბაზები, სინაგოგები და სასტუმროები.


ხალხის მასა დაიშვება კონცერტებსა და სპორტულ სანახაობებზე 75% დატვირთვით: 300 ადამიანამდე შენობაში, 500-მდე კი, გარეთ. “პასპორტი” მობილურში ყენდება და გასცემენ ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებზეც, რომლებსაც ჯერ აცრა არ უწევთ. სავალდებულოდ რჩება ფიზიკური მანძილის დაცვა და ნიღბის ტარება.


აეროპორტები 2 კვირაში იხსნება. ამ დროისთვის 50 წლის ზემოთ მოსახლეთა 95% იქნება აცრილი“, – ამბობს ფხაკაძე.


სამწუხაროდ, საქართველოში ვაქცინაციის დაწყება კიდევ რამდენიმე კვირით გადაიდო.


საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია – ცერცვაძე


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ფხაკაძე: თქვენ რა გააკეთეთ ჩვენი ჯარისკაცების დასახმარებლად?!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights