ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„ღმერთმა დამიფაროს, ავად გავხდე და ქართულ საავადმყოფოში ამოვყო თავი!..“

„ღმერთმა დამიფაროს, ავად გავხდე და ქართულ საავადმყოფოში ამოვყო თავი!..“

10/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ჟურნალ „სარკესთან’“ ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ თავად ჯერჯერობით ვაქცინა არ გაუკეთებია, 44 წლისაა და როცა მის ასაკამდე მიაღწევენ, აუცილებლად აიცრება – „დავიღალე სახლში ჯდომით, მოგზაურობა მინდა“, აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.


ის 2022 წელს საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში მეგობრებთან ერთად ფართის მოწყობას გეგმავს, რადგან საქართველო ძალიან მოენატრა და მისივე თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსი უკვე კონტროლს დაექვემდებარება – „2022 წლის ზაფხულში დაგეგმილი მაქვს ანაკლიაში ფართის მოწყობა მეგობრებთან ერთად.


ამ დროისთვის ყველაფერი უკვე კონტროლის ქვეშ იქნება და უსაფრთხოდ ვიქნებით. ძალიან მომენატრა საქართველო და მეგობრები, მაგრამ ვერ ჩამოვდივარ. ღმერთმა დამიფაროს, ავად გავხდე და ქართულ საავადმყოფოში ამოვყო თავი!..“

ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტი ასევე ამბობს, რომ ვინც აცრას არ ჩაიტარებს, ის საზოგადოებისთვის საფრთხე იქნება -„ ამ საკითხზე ევროკავშირი ბევრს ფიქრობს და დიდი დისკუსიაა, რადგან განიხილება, როგორც ადამიანთა უფლებების შეზღუდვა…“


გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს: „თუ 21-ე საუკუნეში გინდა ურთიერთობა ადამიანებთან, ვაქცინაცია საჭიროა. სხვა თავდაცვის საშუალება არ გვაქვს. მაშინ მოსწყდნენ საზოგადოებას და წავიდნენ რაჭაში, სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში და იქ იცხოვრონ მარტო, ან ჩამოაყალიბონ დასახლებული პუნქტები, სადაც მხოლოდ ანტივაქსერები იცხოვრებენ. თუ საზოგადოებაში ცხოვრება სურთ, უნდა მიიღონ ეს ვაქცინა…“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-ghmertma-damifaros-avad-gavkhde-da-qartul-saavadmyofoshi-amovyo-tavi



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  Ковид пропуск не может быть постоянным, это не свидетельство о рождении или паспорт Гиорги Пхакадзе
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights