ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი"არ მინდა ჩინური ვაქცინა საქართველოში!" - რატომ ეწინააღმდეგება გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩინური...

“არ მინდა ჩინური ვაქცინა საქართველოში!” – რატომ ეწინააღმდეგება გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩინური…

23/06/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.


როგორც ჯანდაცვის ექსპერტი წერს, მას ჩინეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მათ მიერ წარმოებული ვაქცინის წინააღმდეგია.


ფხაკაძე ამბობს, რომ არასწორია მიდგომა, როცა ამბობენ – “ნებისმიერი ვაქცინით აიცერი.” ექსპერტი უპირატესობას „ფაიზერს“ და „მოდერნას“ ვაქცინებს ანიჭებს.


არა ჩინურ ვაქცინებს საქართველოში!


”ნებისმიერი ვაქცინით აიცერი” – არასწორია!


სწორია – “მაღალეფექტური ვაქცინებით აიცერი”, “ფაიზერით” ან “მოდერნათი”!


რატომ ეწინააღმდეგება გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩინური ვაქცინების შემოტანას:


ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტურია. მათ აქვთ დაცვის დაბალი მაჩვენებელი სხვა ვაქცინებთან შედარებით (“ფაიზერი”/”მოდერნა”), განსაკუთრებით “დელტა” (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ.


დღეისათვის მსოფლიოში არც ერთი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი კვლევა არ არსებობს ჩინური ვაქცინების ეფექტურობის შესახებ.

ყველა არსებული ინფორმაცია ჩინური ვაქცინების შესახებ არის ურთიერთგამომრიცხავი, ზედმეტად “შელამაზებული” და დაფინსნსებული/განხორციელებული მწარმოებლის მიერ.


შედარებისთვის:


ისრაელმა და სეიშელის კუნძულებმა განახორციელეს ყველაზე მასიური ვაქცინაცია და შედეგი:


ისრაელში – “ფაიზერით” ვაქცინაციის შემდეგ ახალი ინფიცირებული 1 მილიონ მოსახლეზე 4.5!


სეიშელის კუნძულებზე – ძირითადად “სინოფარმით” ვაქცინაციის შემდეგ – ახალი ინფიცირებული 1 მილიონ მოსახლეზე 716!


დასკვნა თქვენზე იყოს!


– ჩემი თუ არ გჯერათ, რასაც მე თვეებია ვსაუბრობ, და, რა თქმა უნდა, ქართველი “ექსპერტების” მიერ არაერთხელ გავილანძღე, უკვე მთელი მსოფლიო, ავსტრალიიდან ამერიკამდე, ამაზე ალაპარაკდა!


დაუჯერეთ გიორგი ფხაკაძეს, ის ამბობს სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს!


მე არ მინდა ჩინური ვაქცინა საქართველოში!


პ.ს. არაფერი მაქვს ჩინელი ხალხის საწინააღმდეგო”. – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/ar-minda-chinuri-vaqcina-saqartveloshi-ratom-ewinaaghmdegeba-giorgi-fkhakadze-saqartveloshi-chinuri-vaqcinebis-shemotanas



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „არ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არ იქნება დამტკიცებული” – ფხაკაძე ფარმაკომპანიებს მიმართ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights