სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება, ევროპა ახალ წელს დაცულად შეხვდება“

„უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება, ევროპა ახალ წელს დაცულად შეხვდება“

02/07/2021

მსოფლიომ ისწავლა როგორ მართოს ეპიდემია. ახლა ბევრი რამ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ და რა უნდა გავაკეთოთ და არა. ვვარაუდობ, რომ უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება, ევროპა ახალ წელს დაცულად შეხვდება – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა და გადაცემაში “კვირის თემა” მსოფლიოში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.


“სამწუხაროდ, ამ ბიოლოგიურ ომში პრაქტიკულად, იგებენ მდიდარი ქვეყნები, რომლებიც თავიდან დაბნეულები იყვნენ, მაგრამ ახლა მთლიანად ხდება ყველანაირი რესურსის მობილიზება.

ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებში ეპიდემია არის კონტროლის ქვეშ. არის რაღაც აფეთქებები, მაგრამ ზოგადად, კონტროლის ქვეშ არის და ალბათ, უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება და ახალ წელს ევროპა შეხვდება საკმაოდ კარგად, უფრო უსაფრთხოდ და დაცულად.”

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, მიუხედავად მისი ასეთი პროგნოზისა, საქართველოში არსებული ვაქცინაციის ტემპის მიხედვით, კორონავირუსისგან თავდასაცავად ყველაზე ეფექტიან საშუალებად კვლავ პირბადე რჩება.

“ერთადერთი გამოსავალი არის სამედიცინო პირბადე, ამაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს.

მე წამოვიწყე ეს კამპანია და სხვათაშორის, თქვენი დახმარებით, თქვენი მსმენელების დახმარებით, შევძელით, რომ ჩვენ გვაქვს ეს სამედიცინო პირბადე ქვეყანაში ძალიან დაბალ ფასში და მაღალ ხარისხში.

“არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გაიკეთეთ ვაქცინის ერთი დოზა თუ ორი – ჩინური თუ ფაიზერი, ყველამ უნდა ატაროს პირბადე.”

რა თქმა უნდა, როდესაც ხართ ტყეში არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ სადაც ხედავთ, რომ არის ხალხმრავლობა – დისტანცია კი 2 მეტრზე ნაკლები, ჩემი რჩევაა, დაიცავით თქვენი თავი. ეს არის ყველაზე კარგი ვაქცინა და წამალი. სამედიცინო პირბადეზე უკეთესი არაფერი გვაქვს ჯერ-ჯერობით და მომავალში ვნახოთ,” – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ნინი ხუგაშვილთან სტუმრობისას და განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებთან მიმართებაში გაამახვილა:

“დელტა ვირუსი აღარ ზოგავს არც ბავშვს, არც დიდებს და არც მოხუცებს. სამწუხაროდ, ბავშვებში არის უფრო ვერაგი. ადრე გვეგონა, რომ ბავშვებს პირბადე არ უნდათ. ჩემი მეგობრებისადმი არის შემდეგი სახის რეკომენდაცია, რომ ახლა, 2 წლიდან ბავშვებმაც აუცილებლად უნდა გამოიყენონ პირბადეები.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/ukve-seqtembridan-dzalian-kargi-shedegebi-gveqneba-evropa-akhal-wels-daculad-shekhvdeba-giorgi-fkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „არ მჯერა, რომ ეს საქართველოა… მაგარია!“ – ნახეთ რა ვიდეოს აზიარებს გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights