სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„კოვიდით დღეს გარდაიცვალა ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში ბატონი ჰაი შოულიან, ამერიკაში...

„კოვიდით დღეს გარდაიცვალა ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში ბატონი ჰაი შოულიან, ამერიკაში…

14/09/2021

ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე ანტივაქსერი გარდაიცვალა და ამონარიდებს აქვეყნებს სხვადასხვა სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან.


გიორგი ფხაკაძე:


ანტივაქსერები მთელი მსოფლიოდან თავისივე “ბრძოლის” მსხვერპლნი ხდებიან


✅კოვიდით დღეს გარდაიცვალა კიდევ ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში ბატონი ჰაი შოულიან, ამერიკაში – ქალბატონი ვერონიკა ვალსკი და ასევე ამერიკაში კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ულამაზესი ანგელოზი გოგო კელი კოოკი .


✅ამ პატარა გოგოს დედა ანტივაქსერი იყო და ახლა ნანობს, მაგრამ უკვე გვიანია .


✅არაერთ სოციალურ ქსელში ცნობილი ანტივაქსერი გარდაიცვალა კოვიდით (მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში). ამ ბოლო დროს, დელტა ვარიანტი არავის ინდობს, მას არ აინტერესებს ადამიანის ასაკი, ეროვნება, რელიგია ან ვაქცინებისადმი მათი დამოკიდებულება. ეს ვირუსი არის ვერაგი❗️


✅იპროტესტეთ, საპროტესტოს მეტი რა არის, მაგრამ გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს.


✅გახსოვდეთ, ვერც ერთი წამალი და ვერც ერთი ვაქცინა ინფიცირებისგან 100%-ით ვერ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ სიკვდილისგან, რეანიმაციისგან და პოსტკოვიდური (გრძელი კოვიდისგან) მდგომარეობისგან.


✅თუ გაინტერესებთ, რამდენი პროცენტით ხართ დაცული კოვიდვაქცინით, ჩემი პასუხი არის: თუნდაც 1% შანსი, რომ აერიდოთ სიკვდილს, ეს ცოტაა?!


✅დაფიქრდით და გამოიყენეთ საღი აზრი❗️


✅ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემს პოსტებზე წერს უაზრო კომენტარებს, და ის ადამიანები, ვინც ტირაჟირებენ ჩემზე “დამონტაჟებულ ვიდეოებს” ინტერნეტში, მე პრობლემა არ მაქვს თქვენთან, იხალისეთ, ოღონდ მე ნამდვილად არ მინდა, რომ თქვენ გეწიოთ ბატონი ჰაი შოულიანის და ქალბატონი ვერონიკა ვალსკის ბედი.


✅სანამ არის ფაიზერის ვაქცინა საქართველოში, დროზე აიცერით.


✅ჯანმრთელობას გისურვებთ“.




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  უხილავი ეპიდემია - თირკმლის ქრონიკული დაავადება მსოფლიოში ჯანდაცვის ერთ-ერთ უდიდეს კრიზისად გარდაიქმნება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights