ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგისაქართველოს ანტივაქსერული მოძრაობა არის რუსული ოკუპაციური ძალების მხარდაჭერილი, რათა დაასუსტოს...

საქართველოს ანტივაქსერული მოძრაობა არის რუსული ოკუპაციური ძალების მხარდაჭერილი, რათა დაასუსტოს…

09/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს ანტივაქსერული მოძრაობა არის რუსული ოკუპაციური ძალების მხარდაჭერილი.


მისივე განმართებით, ამის მიზანია დაასუსტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


“2021 წლის ნოემბრის კოვიდ-19-ით გარდაცვალების ქრონიკა:


საქართველოში – 537-მა საქართველოს მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე მხოლოდ 9 დღეში.

  • 9 ნოემბერი -75

  • 8 ნოემბეტი -74

  • 7 ნოემბერი – 67

  • 6 ნოემბეტი – 66

  • 5 ნოემბეტი – 62

  • 4 ნოემბერი – 53

  • 3 ნოემბერი – 49


  • 2 ნოემბერი – 47

  • 1 ნოემბერი – 44


საქართველოში ანტივაქსერული მოძრაობა არის მხარდაჭერილი პირდაპირ რუსეთის ოკუპაციური ძალების მიერ, არ გჯერათ?! ნახეთ, რა საიტებს/ვიდეოებს/სურათებს აზიარებენ – 95% არის რუსულ ენაზე/რუსული თარგმანით და რუსული საიტებიდან « .ru ». ქართველი ანტივაქსერი “ბლოგერები” აჟღერებენ უშუალოდ რუსულ პროპაგანდას და რასაც ისინი თავის ფაისბუკ გვერდზე “შეწუხებული სახეებით” საუბრობენ, იმავეს საუბრობენ რუსული სამთავრობო არხებიამაზე მეტი მტკიცებულება – რა ვიცი …. ისე, არ გებადებათ კითხვა, საიდან “უმუშევარ” ბლოგერს ამდენი დრო და მაღალხარისხიანი აპარატურა, რომ ისაუბროს “სიმართლეზე”?!


ალბათ, ბებო მარო ხულოდან უგზავნის ყიველთვიურად მათ დასახმარებლად ფინანსებს .


საქართველოს ანტივაქსერული მოძრაობა არის რუსული ოკუპაციური ძალების მხარდაჭერილი, რათა დაასუსტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა.



– ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს ამ ვერაგ ვირუსს, არის შემდეგი:


– ვაქცინაცია ერთი ტიპის ვაქცინით (ფაიზერ-ბიონტეკი, ისე რუსებს ეს ვაქცინა არ აქვთ და გაგიჟებულები არიან, რომ უარი თქვეს თავის დროზე ამ ვაქცინაზე. ახლა კი 1200-მდე ადამიანს კარგავენ კოვიდით დღეში, ისიც “ოფიციალურად”)


– სამედიცინო პირბადის გამოყენება ყველგან


– სოციალური დისტანციის დაცვა


არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა”, – წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუქში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/saqartvelos-antivaqseruli-modzraoba-aris-rusuli-okupaciuri-dzalebis-mkhardacherili-rata-daasustos-saqartvelos-sakhelmwifoebrioba-giorgi-fkhakadze



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "ვივო მედიქალ ჯგუფი"ხუთ საავადმყოფოს ერთიანებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights