ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიბაღები და სკოლები უნდა დაიკეტოს, ოფისები გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე: გიორგი ფხაკაძე

ბაღები და სკოლები უნდა დაიკეტოს, ოფისები გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე: გიორგი ფხაკაძე

20/11/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე “მძიმე” დეკემბერს პროგნოზირებს. მისი თქმით მე-5 ტალღა საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება.


“ბაღები უნდა დაიკეტოს, სკოლები და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე, ყველა ოფისი, სადაც ეს შესაძლებელია ,უნდა გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე.


კოვიდ სტატუსი უნდა დაინერგოს რაც შეიძლება, მალე. სამედიცინო პირბადეები უნდა იყოს ყველგან სავალდებულო. ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო სამედიცინო, სასწავლო, სერვის (კაფე, მაღაზია, სალონები, მიტანის სერვისები, ბანკები, და ასე შემდეგ) სექტორებისთვის.


ქვეყანა უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე (ფაიზერ-ბიონტეკი) როგორც ეს გააკეთა თურქეთმა (ბუსტერების ჩათვლით).

დისტანცია უნდა იყოს სავალდებულო. ანტივაქსერული მოძრაობების ორგანიზატორებს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა წაუყენოს ბრალდება “ჯგუფურ განზრახ მკვლელობაში”.
რეანიმაციული საწოლები უკვე გადატვირთულია. დეკემბერში კი ჟანგბადის და რეანიმაციული საწოლების დეფიციტი იქნება.


ნეგატიური და უაზრო კომენტარები დაუტოვეთ ვინმეს სხვას, მე გაფრთხილებთ და არ გაშინებთ.


თუ თქვენ გინდათ, იცხოვროთ ტყუილში, კი, ბატონო, ეს თქვენი არჩევანია. უბრალოდ, მასიური მკლელობისკენ მოწოდებაა, ამას ჰქვია ჩვეულებრივად მკლელობა,


გეყოთ სისულელეების, “ბრძნული” აზრების გაზიარება და “რჩევების” მიცემა. ეს შეგიძლიათ, საკუთარ ფასებუკ გვერდზე აკეთოთ”,-წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/baghebi-da-skolebi-unda-daiketos-ofisebi-gadavides-distanciur-mushaobaze-giorgi-fkhakadze




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ვიდეო: გიორგი ფხაკაძის პირველი სიყვარული
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights