ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი"თავს გაუფრთხილდით, "ომიკრონით" ინფიცირების სიმპტომები ასეთია" - რას ურჩევს გიორგი ფხაკაძე...

“თავს გაუფრთხილდით, “ომიკრონით” ინფიცირების სიმპტომები ასეთია” – რას ურჩევს გიორგი ფხაკაძე…

03/01/2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2 იანვრისთვის, საქართველოში ლაბორატორიულად სულ დადასტურებულია ომიკრონის 147 შემთხვევა.


კოვიდ-19-ის ამ შტამის საგანგაშოდ სწრაფი გავრცელების მიუხედავად, მსოფლიოს ზოგ ქვეყანაში აცხადებენ, რომ პიკი გადალახეს და შემთხვევები ისევე სწრაფად იკლებს, როგორც იმატებს.


რა სიმპტომებით ხასიათდება ვირუსის ეს ვარიანტი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, იმისათვის, რომ საწყის ეტაპზე მიხვდეთ, არის თუ არა ეს შტამი “ომიკრონი” – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


“კორონავირუსის ომიკრონით ინფიცირების ადრეული სიმპტომებია:


სურდო
ცემინება
თავის ტკივილი
ყელის ტკივილი (ჩახეხილი ყელი)
ამ სიმპტომებს შეიძლება ზურგის ტკივილი დაემატოს
შემცივნება და/ან მაღალი სიცხე
ხველა
სისუსტე
კუნთების და/ან სახსრების ტკივილი


ყნოსვის და/ან გემოვნების დაკარგვა

პირღებინება/გულისრევის შეგრძნება

კუჭის აშლილობა”.


გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას პრევენციისთვის ასევე ურჩევს:


✅ გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე
✅ დაიცავით დისტანცია
✅ გაანიავეთ დახურული სივრცეები
✅ აიცერით და ბუსტერი არ გამოტოვოთ
✅ თავს გაუფრთხილდით
✅ გისურვებთ ჯანმრთელობას”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქში”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/tavs-gaufrtkhildit-omikronit-inficirebis-simptomebi-asetia-ras-urchevs-giorgi-fkhakadze-sazogadoebas


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ეს 2 თვე სათანადოდ გამოყენებული არ ყოფილა...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights