ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე: „სამწუხაროდ, ჩემი არაერთი კოლეგა ტყუილ მოლოდინს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, რომ...

გიორგი ფხაკაძე: „სამწუხაროდ, ჩემი არაერთი კოლეგა ტყუილ მოლოდინს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, რომ…

12/01/2022

გიორგი ფხაკაძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ მისი მოსაზრებით, კორონავირუსის პანდემია ომიკრონით არ დასრულდება:


„სამწუხაროდ, ჩემი არაერთი კოლეგა ტყუილ მოლოდინს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვითომ ომიკრონის შტამი დაამთავრებს პანდემიას, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ სიტუაცია ძალიან რთულია. პანდემია რომ დამთავრდეს, რა კეთდება, ხალხი აცრილია? ხალხი პირბადით დადის?

პანდემია მაშინ დამთავრდება, როცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მოსახლეობის 90% აიცრება. მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ ანტივაქსერები სისულელეებს.


გაიძახიან, გამოდით და კარგი რამე გვითხარით, ამდენი ნეგატივით დავიღალეთო. სიმართლის გაგება არ სურთ. უნდათ, რომ ვინმე ატყუებდეთ და რა უნდა ვქნათ? არც ვაქცინაცია უნდათ, არც დისტანციის დაცვა, არც პირბადის ტარება…


ჟენევაშიც არიან ანტივაქსერები და ისინიც გაიძახიან, ვაქცინა ცუდიაო, მაგრამ ალტერნატiვა რომ არ არსებობს? თუ ალტერნატივა არის, მეც მოვისმენდი სიამოვნებით.


დღეს, მოგვწონს თუ არა, ყოველ სამ-ოთხ თვეში ერთხელ ვაქცინა უნდა გავიკეთოთ და ეს არის გამოსავალი, სანამ უკეთესი ვაქცინა არ იქნება. ადამიანები ელოდებიან მაგიურ წამალს, რომელსაც დალევენ და მორჩებიან. ასეთი მაგიური წამალი არ არის და ალბათ, არც იქნება. ვიმეორებ, გამოსავალი პირბადე, ვაქცინა და დისტანციაა…“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-samwukharod-chemi-araerti-kolega-tyuil-molodins-adzlevs-chvens-moqalaqeebs-rom-vitom-omikronis-shtami-daamtavrebs-pandemias-magram-yvela-vkhedavt-rom-situacia-dzalian-rt




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  PSP და „Orthomol“ – კანონის დარღვევა საქართველოში და სკანდალები ევროპაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights