ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე: „კოვიდი ისევ მოდის... სამწუხაროდ, ისევ დაიწყო...“

გიორგი ფხაკაძე: „კოვიდი ისევ მოდის… სამწუხაროდ, ისევ დაიწყო…“

18/03/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს, რომ კოვიდინფექცია ისევ იკრებს ძალებს. გთავაზობთ მის სტატუსს:


„კოვიდი ისევ მოდის…


სამწუხაროდ, ისევ დაიწყო …. ყველა ევროპულ ქვეყნებში დაიწყო კოვიდის ჰოსპიტალიზაციის რიცხვის ზრდა, ვარიანტებზე საუბარმა უკვე აზრიც დაკარგა. აზიაში და ჩინეთში რაც ხდება, გუშინ დავწერე… რატომ ?!


ვიჩქარეთ… ძალიან ვიჩქარეთ რეგულაციების მოხსნა…


ვაქცინები არ გვინდაო, ახლაც გამოდის „ბრძენი” ხალხი, რუსული პროპაგანდა კი კიდევ მუშაობს – „ფაიზერი/მოდერნა“ დასავლური ვაქცინა არისო” და ამას ემატება ნაყიდი ვაქცინაციის საბუთების „ეფექტურობა”, დიახ, ბევრი ყალბი საბუთია…


სამედიცინო პირბადე არ გვინდა, „დავიღალეთო” …

დისტანცია – რას ლაპარაკობ, ხომ უნდა გადაგკოცნო, დიდი ხანია, არ მინახავხარ… რა ვიცი…


ვიცი, ყველა დაიღალა, მეც დავიღალე, ძალიან დავიღალე ….


ნუ იღლებით და აიცერით 3 დოზა ფაიზერით ან მოდერნათი, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, და დაიცავით დისტანცია!.. რამდეჯერ უნდა გითხრათ❗️ყველა, ბოდიში და იდიოტს, შარლატანს, გაუნათლებელს (ყველა გაგებით), აფერისტს (თქვენზე ფულს რომ აკეთებენ) უსმენთ და მეცნიერებს არ უსმენთ… რა ენაზე უნდა გითხრათ, არ ვიცი… ქართულიც ვისწავლე ამასობაში, მაგრამ თქვენამდე მაინც არ დადის. რა ვიცი…


მითხარით, რა ენაზე უნდა გესაუბროთ. მგონი, ყველაფერი ვცადე, გამომრჩა რაიმე?


თუ კოვიდის არ გჯერათ, რა ვიცი,, ნუ დაიჯერებთ, ის თავად დაგაჯერებთ… დაელოდეთ, ის მოდის… დიახ, საქართველოსკენაც მოდის… პრინციპში, არც არსად წასულა…


ჰიპოთეზების მოყვარულებს ვურჩევ, ან წიგნი გადაშალეთ, ან უნივერსიტეტში შესაბამის ფაკულტეტზე ჩააბარეთ სასწავლებლად, იქნებ, რაიმე ისწავლოთ… დამღლელია რა…
კოვიდი ისევ მოდის…“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-kovidi-isev-modis-samwukharod-isev-daiwyo




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „კოვიდის ახალი შტამი უკვე საქართველოშია! 1.5-ჯერ უფრო გადამდებია“ – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights