ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი"ყველას დაგემართებათ ეს ვერაგი ვირუსი" - რაზე აფრთხილებს გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას და...

“ყველას დაგემართებათ ეს ვერაგი ვირუსი” – რაზე აფრთხილებს გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას და რას…

16/07/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი ქვეშტამის BA 5-ის გავრცელების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ვარიანტი ყველას შეხვდება.


“ძირითადად, არის BA 5-ის აფეთქება, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გვექნება არასასიამოვნო ციფრები. საქართველოში უკვე დაიწყო BA 5-ის აფეთქება, რაც მთელ მსოფლიოშია. ამერიკაში 10%-ით არის გაზრდილი ჰოსპოტალიზაცია. BA 5, ომიკრონის ვარიანტი ვრცელდება ძალიან სწრაფად. ეს არის ყველაზე სწრაფად გავრცელება მსოფლიოში, ყველა ვარიანტთან შედარებით.


თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ თქვენ ხართ გაციებული, გაქვთ გრიფის სიმპტომები, ამ ზაფხულში, პაპანაქება სიცხეში რა დროს გრიპია, ეს არის ჩვეულებრივი კოვიდი. ვინაიდან ვრცელდება ძალიან სწრაფად მსოფლიოში და საქართველოც არის მსოფლიოს ნაწილი, ნელ-ნელა ციფრები ადის ყველგან. საქართველოშიც რასაც მთავრობა აცხადებს, იმას უნდა დავუმატოთ ერთი ნული. ფხაკაძე თუ არ იტყვის ვინ იტყვის. ეს არის ფაქტი. ჯერ გამლანძღავენ, იძახიან ფხაკაძემ პანიკა დათესა და მერე ამბობენ, უი ასე ყოფილა.

მე მოვუწოდებ სამედიცინო დაწესებულებებს, გააძლიერონ შიდა საკარანტინო ღონისძიებები, გაითვალისწინეთ, ყველა პოტენციური პაციენტი ვინც თქვენ კლინიკაში შემოდის, არის პოტენციური კოვინფიცირებული. რა თქმა უნდა, გულის დაავადებები, დიაბეტი და სხვა დაავადებები არსად არ წასულა, მაგრამ კოვიდიც ვრცელდება ყველგან.


ასევე, არასასიხარულო ამბავი არის – BA 5 სამწუხაროდ, შეხვდება ყველას. თუ არ გადაგიტანიათ კოვიდი, თუ გადაიტანეთ თვე ნახევრის უკან, ძირითადად, თქვენ უკვე გადაიტანეთ BA 5, თუ არ გადაგიტანიათ ყველას დაგემართებათ ეს ვერაგი ვირუსი. სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ მაქვს, ყველას დაგემართებათ. არ უნდა ინერვიულოთ, ვიცით, რომ ყველას დაგვემართება”, – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/yvelas-dagemartebat-es-veragi-virusi-raze-afrtkhilebs-giorgi-fkhakadze-sazogadoebas-da-ras-mouwodebs-samedicino-dawesebulebebs




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ფიზიკური ვარჯიში ყველა ასაკში - კუნთოვანი მასის შემცირებას თან ახლავს ცხიმოვანი მასის პროგრესული მატება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights