ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიიქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? კი, იქნება - გიორგი ფხაკაძე

იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? კი, იქნება – გიორგი ფხაკაძე

07/02/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ 1-3 თვეში გამოჩნდება კორონავირუსის ახალი შტამი, აფრიკიდან. ამის მიზეზი კი ვაქცინაციის არასაკმარისი პროცენტულობაა.


„მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? კი იქნება „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია? არა, კოვიდი არ არის სეზონური გრიპი. მათემატიკური მოდელირების საფუძველზე უახლეს მომავალში (ალბათ 1-3 თვეში) ახალი ვარიანტი სავარაუდოდ „დაიბადება“ აფრიკაში. რატომ? კონტინენტის მოსახლეობის მხოლოდ 1% არის აცრილი. ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, ბურუნდი (175-ჯერ) და ტანზანია (40-ჯერ) არიან ყველაზე დიდი რისკის მატარებლები. ისე ამერიკაც არ ჩამორჩება.


რა უნდა ვქნათ, რომ შევაჩეროთ ახალი მუტაციები. გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება. როგორ გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება? სამედიცინო პირბადით, დისტანციით და ვაქცინაციით (ფაიზერი /მოდერნა). ან ჩვენ გადავუვლით ამ ვირუსს, ან ის გადაგვივლის ჩვენ. ჯერჯერობით, ვირუსი იგებს ამ ბრძოლაში…“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/iqneba-kovidis-akhali-varianti-ki-iqneba-giorgi-fkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „საინტერესო / საყურადღებო ამბავი! ამერიკის მთავრობა უკვე “წინასწარ” ყიდულობს ამ წამალს!“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights