სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიBA.2 „ომიკრონთან“ შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია - გიორგი ფხაკაძე

BA.2 „ომიკრონთან“ შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია – გიორგი ფხაკაძე

08/02/2022

დაავადებათა კონტროპლის ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ „ომიკრონთან“ ერთად საქართველოში „ომიკრონის“ მეორე შტამი, BA.2-იც ვრცელდება. ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის გიორგი ფხაკაძის ცნობით, ის წინა შტამთან შედარებით, 1.5-ჯერ სწრაფად ვრცელდება.


„ახალი კოვიდის „ომიკრონი“ (BA.2) უკვე საქართველოშია ძველ „ომიკრონთან“ შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია. კოვიდგადატანილები (სავარაუდოდ, BA.1 ომიკრონითაც), ორჯერ აცრილები „ფაიზერით“ და სინოვაკი/სინოფარმით აცრილები არ არიან დაცული.


არა ერთი კვლევა უკვე დაიდო, რომ „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინები არ იცავენ ადამიანებს კოვიდის „ომიკრონის“ ვარიანტისგან! დიახ, „სინოვაკმა“ და „სინოფარმმა“ დაკარგა ეფექტურობა კოვიდის ომიკრონის წინაშე.
ასევე, ცნობილია, რომ მხოლოდ „ფაიზერის“ მე-3 დოზა აძლევს დაცულობის 70-90% და თუ ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდა (30-10%) ამ დაინფიცირებულებში სიკვტილიანობა 0.1% არის და ჰოსპიტალიზაცია დაახლოებით, 1%.


ბოლო სიახლეები ასევე „ჯოგური იმუნიტეტის“ შესახებ. კოვიდ გადატანილების იმუნიტეტი არ იცავს ადამიანს ხელახლა დაინფიცირებისგან. განსაკუთრებით, ომიკრონის ახალი შტამის (BA.2) შემთხვევაში, რომელიც უკვე გავრცელებულია საქართვრლოში!


რა ვქნათ:
აიცერით მხოლოდ „ფაიზერით“ ან „მოდერნას“ ვაქცინით 3 დოზით! ორი დოზა ფაიზერი და მოდერნა ვეღარ გიცავთ (დაახლოებით 30% დაცულობა აქვს). სინოფარმი და სინოვაკს საერთოდ ვერ გიცავთ 3 დოზაც.კოვიდ გადატანილი „იმუნიტეტი“ არ/ვერ გიცავთ და აიცერით ფაიზერით ან მოდერნას ვაქცინით 3 დოზით. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ხშირად დაიბანეთ ხელები. გაანიავეთ ოთახები/შენობები ხშირად. იარეთ სუფთა ჰაერზე ამით “დ” ვიტამიბს მიიღებთ მიირთვით ყოველდღიურად 5 სხვადასხვა ხილ/ბოსტნეული. ამით ნატურალურად მიიღებთ საჭირო ვიტამინებს. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/ba2-omikrontan-shedarebit-15-jer-ufro-gadamdebia-giorgi-fkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  Пхакадзе: Корона бушует, жизни уходят
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights