სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიუკვე მიხვდა ან მიახვედრეს, რომ უკრაინა არ არის 2-3-კვირიანი კომპიუტერული თამაში -...

უკვე მიხვდა ან მიახვედრეს, რომ უკრაინა არ არის 2-3-კვირიანი კომპიუტერული თამაში – ვისზე წერს გიორგი

20/03/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას ურჩევს, რომ საქართველოდან უკრაინაში ჩასვლის ნაცვლად, აქედან დაეხმარონ და იქ ტვირთად არ დააწვნენ, რადგან იქ ახლა მხოლოდ პროფესიონალები არიან საჭირო.


„უკრაინაში ამჟამად სჭირდებათ პროფესიონალი სამხედროები (ერაყი, ავღანეთი, აფრიკა გამოვლილები, განსაკუთრებით სპეცდანიშნულების ხალხი) კიდევ ერთხელ, პროფესიონალები ვინც აპირებდა ჩასვლას, უკვე უკრაინაში არიან და იცავენ იქ თავის სამშობლოს, უკრაინას და საქართველოს ტურისტებად უკრაინაში ახლა მარტო რუსები ჩადიან. სჯობს, უკრაინას დავეხმაროთ საქართველოდან, ამის ბევრი გზა არსებობს და ტვირთად არ დავაწვეთ უკრაინას… დიახ, არაპროფესიონალები და არაკომპეტენტური სპეციალისტები არავის არსად სჭირდება, და ყველგან არიან მძიმე „ბალასტად“… იქ ჩასული “ბალასტი” უკვე მიხვდა ან მიახვედრეს, რომ უკრაინა არ არის 2-3-კვირიანი კომპიუტერული თამაში და უკან ბრუნდებიან/აბრუნებენ და უკვე აღარც უშვებენ.


უკრაინის ომი არ არის სპექტაკლი/შოუ. რეიტინგის და პიარის გაკეთება უკრაინის ომის ხარჯზე არის გულის ამრევი და არაადამიანური საქციელი. ამას ვამბობ მე ომის დაწყების პირველივე დღიდან. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები გმირები არიან“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/sjobs-ukrainas-davekhmarot-saqartvelodan-tvirtad-ar-davatsvet-giorgi-fkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მე მგონი, ჩემს გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს – რა ინფორმაციას ავრცელებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights