ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„მეგობრებო, ფრთხილად იყავით...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

„მეგობრებო, ფრთხილად იყავით…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

11/07/2022

მეგობრებო, ფრთხილად იყავით, საქართველოში „ქართული სეზონური გრიპია“, ოქტომბრის სეზონის გრიპი ივნისში… – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ქვეყანაში, სადაც კოვიდსაც სახელს უცვლიან, ადამიანმა რა უნდა გააკეთო?! რა დავაშავეთ? საქართველოში ამჟამად გავრცელებულ ვირუსს კოვიდს იმიტომ არ უწოდებენ, რომ მედპერსონალს დანამატი და კლინიკებს კოვიდდაფინანსება არ მისცენ, ეს ვიფიქროთ?


მეგობრებო, ფრთხილად იყავით, საქართველოში „ქართული სეზონური გრიპია“, ოქტომბრის სეზონის გრიპი ივნისში… კოვიდის სახელის ხსენება აკრძალულია, როგორც რუსეთში – ომის. რუსეთი ხომ უკრაინაში წარმოებულ ომს “სპეციალურ ოპერაციას” უწოდებს, ჩვენ კოვიდს „სეზონურ გრიპს“ ვეძახით. გვაბოლებენ და უმრავლესობა ბოლდება. ჩემი მოწოდებაა: არ დაბოლდეთ!


ჩემი სოლიდარობა მიზერულ ხელფასზე მომუშავე ექთნებს, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმებს, მედპერსონალს, რომლებიც ნორმალური სამუშაო პირობებისა და ხელფასის მოთხოვნით გამოდიან.


პოლიტიკურ პარტიებს მივმართავ:
გთხოვთ, ქენით რამე, დავიღალეთ. მე პოლიტიკოსი არ ვარ და არ ვიცი, პოლიტიკა როგორ უნდა დალაგდეს, მაგრამ ის, რომ ჯანდაცვის სისტემური რეფორმაა გასაკეთებელი, დღესავით ნათელია. ევოლუცია ქართულ ჯანდაცვას აღარ უშველის, ჯანდაცვის სისტემაში რევოლუციური ცვლილებებია საჭირო.


დაგეხმარებით, ხელს შეგიწყობთ ჯანდაცვის სისტემის აწყობაში, მეტი რა ვთქვა. მიტინგების მოწყობაში ვერ გიშველით, მიტინგის კაცი არ ვარ, საქმეს გაგიკეთებთ.


პოლიტიკოსებო, გთხოვთ, ხალხს სიმართლე უთხარით. გვეყოს ტკბილი ტყუილი, მხოლოდ სიმართლე, სიმართლე და კიდევ ერთხელ სიმართლე,


ჩემო ძვირფასებო, მოგმართავთ, გახსოვდეთ, აუცილებელია დისტანცია, პირბადე, ვაქცინაცია და იყავით პოზიტიურად განწყობილი, ყველაზე კარგი ვიტამინი არის ღიმილი! ფრთხილად იყავით, საქართველოში „სეზონური გრიპია“ ანუ კოვიდი, “- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/megobrebo-frtkhilad-iyavit-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  უკვე მიხვდა ან მიახვედრეს, რომ უკრაინა არ არის 2-3-კვირიანი კომპიუტერული თამაში - ვისზე წერს გიორგი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights