ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„აღიარეთ, რომ ვერ გაიგეთ და უაზრო კომენტარებსაც ნუ აკეთებთ“ - რაზე წერს...

„აღიარეთ, რომ ვერ გაიგეთ და უაზრო კომენტარებსაც ნუ აკეთებთ“ – რაზე წერს გიორგი ფხაკაძე


იმდენი „ექსპერტი“ საუბრობს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, გეგონება, ჩვენი იმუნიტეტი კარტოფილია. ან კიდე ეს ფრთიანი უაზრო ფრაზები: „ამდენმა ნეგატიურმა ინფორმაციამ იმუნიტეტი დამიქვეითა“, „ტკბილი ტყუილი მირჩევნია – ასე იმუნიტეტი გამიძლიერდება“ და ასე შემდეგ… აქ აღარ დავამატებ „ექსპერტების“ მიერ შემოთავაზებულ „იმუნიტეტის გამაძლიერებელ წამლებს/ვიტამინებს”, ეს ხომ კიდევ ცალკე ფულის კეთების საშუალებაა საქართველოში…


ეს მხოლოდ შეხსენებაა, რომ იმუნური სისტემა არ არის მხოლოდ ანტისხეულები. იგი მოიცავს ორ მკლავს, რომლებიც ერთობლივად ფუნქციონირებენ ყოვლისმომცველი დამცავი იმუნური პასუხის უზრუნველსაყოფად:


1) თანდაყოლილი იმუნური სისტემა მოიცავს ნეიტროფილებს, მაკროფაგებს და მასტოციტებს, რომლებიც რეაგირებენ წუთებიდან საათებში კომპლემენტის აქტივაციის დახმარებით.


2) ასევე, ადაპტური იმუნური პასუხი, რომელსაც უზრუნველყოფს ლიმფოციტები, რომლებიც ზუსტად ცნობენ უნიკალურ ანტიგენებს (Ag) უჯრედის ზედაპირის რეცეპტორების მეშვეობით.


ციტოკინები (CK). იმუნოლოგიური მეხსიერება ანტიგენებ Ag-თან შეხვედრის შემდეგ იძლევა უფრო სწრაფ და გაძლიერებულ რეაქციას შემდგომ ექსპოზიციაზე.ახლა ხომ ყველაფერი გაიგეთ, რა არის იმუნური სისტემა?! და თუ რამეს კომენტარის დაწერას აპირებთ, ეს ნიშნავს, რომ ვერაფერი გაიგეთ იმუნური სისტემის შესახებ…. აღიარეთ, რომ ვერ გაიგეთ და უაზრო კომენტარებსაც ნუ აკეთებთ. მოუსმინეთ დარგის სპეციალისტებს…“ – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/aghiaret-rom-ver-gaiget-da-uazro-komentarebsats-nu-aketebt-raze-tsers-giorgi-fkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა პირველი „ხელოვნური ვირუსები“, რომლებიც ანტიბიოტიკ-რეზისტენტულ ბაქტერიებს ანადგურებენ!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights