ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„ხომ გაფრთხილებდით... ეს არის საგანგაშო“ - გიორგი ფხაკაძე

„ხომ გაფრთხილებდით… ეს არის საგანგაშო“ – გიორგი ფხაკაძე

25/07/2022

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


„ეს არის საგანგაშო
ნუ მიყვებით ფინანსურ პირამიდებს. 2014-2017 წლებში არსებობდა ასეთი მარაზმი QNET, რომლის ვალებსაც დღემდე იხდიან ადამიანები. სწრაფი და მარტივი გამდიდრების მანიით შეპყრობილი ადამიანებისთვისაა ეს შექმნილი და დაიჯერეთ.


ე.წ. “ბოტასზე” გახსოვთ ხომ? ვალით ნაყიდი 1200 USD -იანი აპლიკაცია დღეს რომ უკვე უფასოა. ხომ გაფრთხილებდით?


TESLA MEDIA, რომელიც მორიგი თაღლითობაა და არანაირი საერთო არ აქვს რეალურად ტესლასთან.


ასევე LYST, რომელიც ყველაზე პრიმიტიული პირამიდაა, რაც ოდესმე შექმნილა. არ დაიჯეროთ, რომ სიარულსა და ვიდეოების ყურებაში გიხდიან ფულს.


აგიხსნით ძალიან მარტივად, რომ გაიგოთ. ”ბოტასს” აღარ შევეხები ეს უკვე ჩავლილი ამბავია.


ტესლა და ლისტი. აქ ბევრ მითს მოისმენთ, რომ ვიღაცის მეგობარმა და ვიღაცის ბიძაშვილმა იყიდა ბინა ან დღეში 300 დოლარს გამოიმუშავებს,


ასევე ყოველთვის მოგიყვანენ ვინმე „ცნობილის” მაგალითს, რომ აი იმასაც აქვს,
ან ვინმე “ინფლუენსერი” გეტყვით, რომ ეს მას აქვს და მაგარია. (სინამდვილეში თქვენზე, პირადად თქვენზე აკეთებს ფულს).


მოდი ავიღოთ ევროპაში ყველაზე განვითარებული ქვეყანა გერმანია, სადაც დღეში 300 დოლარი ძალიან დიდი ანაზღაურებაა.


ე.ი. გერმანელები არიან ბრიყვები და ქართველები, ბანგლადეშელები და პაკისტანელები ჭკვიანები? რატომ არის, რომ მხოლოდ დაბალი განვითარების მქონე ქვეყნებშია პოპულარული მსგავსი მარაზმი? არ ჩავყვები მეცნიერულ ანალიზს უბრალოდ მარტივად აგიხსნით. მსგავსი პირამიდის სათავეში მყოფი 100 ადამიანის გარდა ყველა, უკლებლივ ყველა არის პირამიდის შემავსებელი წყარო მხოლოდ. ყველა ეგეთი პროექტი გათვლილია 3-6 თვის ვადაზე.


P.S. ბოტასის მაგალითი გახსოვთ, სადაც 99% მორბენალმა ადამიანებმა დაკარგა ფული და 101% გეტყვით, რომ თავისი ამოიღო. (საქართველოში არ უყვართ აღიარება) დაანებეთ თავი ამ სისულელეებს და თუ გადასაყრელი ფული გაქვთ, დაეხმარეთ ვისაც მართლა სჭირდება“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/khom-gafrtkhilebdit-es-aris-sagangasho-giorgi-fkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  იანვარში იქნება მეხუთე ტალღა! – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights