ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიარ გაბედოთ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც არ იქნება WHO-ს მიერ დამტკიცებული – გიორგი...

არ გაბედოთ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც არ იქნება WHO-ს მიერ დამტკიცებული – გიორგი ფხაკაძე

20/12/2020

ზოგიერთი ჯგუფები საქართველოში ფიქრობენ, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკება ჰქონდეთ ფარმაკომპანიებთან და რომ ცალკე ვაქცინის შემოტანა იქნება სწორი გზა, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


„არ გაბედოთ შემოიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა, რომელიც არ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული. 50 000 დოლარიანი ლაბორატორია ვერ ჩამოიტანეს, რომ რა ხარისხის პირბადე გვაქვს ის შეემოწმებინათ და თქვენ ახლა ვაქცინის ხარისხზე მელაპარაკებით?


შესაბამისად, ჩემი მოთხოვნა და თხოვნა იქნება, რომ ჯობია, მთავრობამ იფიქროს, როგორ დაიწყოს მომზადება ვაქცინაციისთვის და არა საუბარი. დავიღალეთ ამდენი საუბრებით, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. გამოდით კაბინეტებიდან და რეგიონებში ნახეთ რა ხდება.

რაც შეეხება ვაქცინას, ჩვენ უნდა დაველოდოთ კოვაქსის ვაქცინას და უნდა დაველოდოთ ჯანმოს, რომ გვითხრან, ეს ვაქცინა და ეს წამალია რეკომენდირებული და მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა შემოვიდეს, სხვა შემთხვევაში არა. ვისაც გაქვთ ინტერესი, ნუ გააკეთებთ ამ შეცდომას, დაელოდეთ ჯანმოს რეკომენდაციას, არ აჩქარდეთ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „ტვ პირველთან“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ar-gabedot-shemoitanot-vaqtsina-romelits-ar-iqneba-who-s-mier-damtkitsebuli-giorgi-fkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მოვითხოვოთ, გიორგი ფხაკაძე წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დაჯილდოვდეს – ია ფარულავა ჯანდაცვის...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights