ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიიმდენი სკანდალები მაქვს, შემიძლია დღეში ასი სკანდალი მოგცეთ. სისულელეებს რატო წერთ –...

იმდენი სკანდალები მაქვს, შემიძლია დღეში ასი სკანდალი მოგცეთ. სისულელეებს რატო წერთ – გიორგი ფხაკაძე

30/04/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე „ფეისბუქ“ ლაივში იმ ჟურნალისტებს მიმართავს, რომლებიც მისი ნათქვამის ინტერპრეტირებას ცდილობენ და არასწორად ავრცელებენ ინფორმაციას.


„დავიწყოთ პრესის მიმოხილვა:„ტვ პირველმა“ გამომიყვანა ანტივაქსერი. სასაცილოა ეს, არაუშავს. საერთოდ მიკვირს ამ კომპანიის ამბავი, სხვათაშორის მათთვის არაერთი ინტერვიუ მიმიცია და ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ.

არ ვიცი, საერთოდ რა დაგემართათ ხალხო. პატივს გცემთ ყველა ჟურნალისტს, მაგრამ რა მიმართულებით მიდიხართ ვერ გავიგე. მაგალითად ვიღაცას რომ გავლანძღავ კარგად, გემრიელად , სიმართლეს როცა ვამბობ, ჩნდება ჩემ წინააღმდეგ სტატიები. ან ოცნების მხარეს ჟურნალისტები ან ნაციონალების. მოკლედ, ვერ გაარკვიეს ვის მხარესაა გიორგი ფხაკაძე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავის მხარეს არა ვარ.

მაგალითად კიდევ „რეზონანსი“ პატივს ვცემ არაერთი სტატია დაწერეს ჩემზე, მაგრამ ტყუილი რატომ დაწერეთ? რომ თითქოს მე ვთქვი, რომ ქვეყანა ჩაკეტეთ, როცა მე არ მითქვამს, რომ ქვეყანა უნდა ჩაკეტონ. ვიღაც ვაჟბატონი კიდევ „ასავალ-დასავალიდან“.

ყველა ჟურნალს და გამოცემას ჰყავს თავისი მსმენელი და ყველას ვცემ პატივს, უარს არავის ვეუბნები. მაგრამ ასეთი ტყუილების ტირაჟირება? გავიგე რომ აღდგომაზე ფული ჭირდებათ ოჯახში, პასკებია საყიდელი, კვერცხები. მაგრამ კვერცხები სხვა რაღაცით იყიდეთ კაცო და არა ფხაკაძეზე სისულელეების წერით. თუ გინდათ რაიმე სკანდალური ინფორმაცია, შემეკითხეთ.

იმდენი სკანდალები მაქვს, შემიძლია დღეში ასი სკანდალი მოგცეთ. სისულელეებს რატო წერთ. ამით პირველ რიგში თქვენ თავს აყენებთ შეურაცხყოფას და მერე მოსახლეობას.

ხალხი აღარ გენდობათ. წავიკითხე კიდევ რაღაცები: პერსონალური ლანძღვა, დედის გინება. მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, ქურდი ფიქრობს რომ ყველა ქურდია, ყველა კორუფციონერი ფიქრობს, რომ გარშემო სულ კორუფციონერები არიან.

ხოდა აი, ვაჟბატონო „ასავალ დასავალიდან“ , რასაც ჩემზე ლაპარაკობთ, ალბათ თქვენ გაწუხებთ ყველაზე მეტად ეგ პრობლემა. თქვენ რომ ლაპარაკობთ ჩემზე რაღაცებს როგორ არ მაინტერესებს იცით. მე მაქვს კარგი, აწყობილი, დალაგებული ცხოვრება. კარგად ვარ ჩემი მუშობით, არა ქურდობით ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით“,- აცხადებს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/imdeni-skandalebi-maqvs-shemidzlia-dgheshi-asi-skandali-mogtset-sisuleleebs-rato-tsert-giorgi-fkhakadze-zhurnalistebis-natsils-mimartavs/



  „საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ რა არის ეს?! ეს არის გერმანული კომპანია ბიონტეკის (BioNTech)..

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights