18/08/2021
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ერთი კონკრეტული მოქალაქე მისმა რჩევებმა ვირუსისგან დაიცვა.
როგორც ფხაკაძე ამბობს, ექიმისთვის მსგავსი ფაქტები ყველაზე დიდი ჯილდოა.
„როცა შენმა რჩევამკონკრეტული ადამიანი გადაარჩინა, ექიმისათვის და საზოგადოებრივი სპეციალისტისათვის ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო… არავის არაფერს არ გაძალებთ, დამიჯერებთ – კარგია არ დამიჯერებ გზა დიდია..
ეს არის ჩემი პირადი ფეისბუკ გვერდი, ჩემი ვირტუალური პირადი სივრცე, ჩემი “ბიბლიოთეკის” ოთახი სადაც ჩემს აზრებს, ანალიზს და უბრალოდ ჩემთვის საინტერესო სტატიებს ვაზიარებ და ყველასთვის კარები ღიაა, მაგრამ ზოგიერთებს ნამეტანი მოსდით. ზოგიერთებს ავიწყდებათ, რომ სხვის პირად სივრცეში არიან, სხვის სახლში სტუმრად არიან.
სამწუხაროა რომ 8,000 მდე “სტუმრის” გაგდება მომიწია ჩემი “სახლიდან”. არავის არ ვაძალებ (რეკლამაში ფულს არ ვიხდი სხვებისგან განსხვავებით) ჩემთან რომ შემოვიდნენ უბრალოდ სხვის სახლში /ოჯახში რომ იმყოფები ზრდილობა იქონიეთ.
არ მოგწონთ გადით თქვენით, რამე მიუღებელია ნუ გამოწერეთ ჩემს გვერდს « unfollow » გააკეთეთ და გირჩევთ საერთოდ დაბლოკოთ ჩემი გვერდი. მე არ მაინტერესებს რამდენი “followers”, “like” იქნება ჩემს გვერდზე და ჩემი გვერდის “რეიტინგი “ ხო საერთოდ არ მაინტერესებს“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://www.alia.ge/thu-damijerebth-kargia-ar-damijerebth-gza-didia-giorgi-phkhakadze/