ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი“ჩუმი გენოციდი მიმდინარეობს…” – გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონავირუსის მძიმე მე-5 ტალღას პროგნოზი

“ჩუმი გენოციდი მიმდინარეობს…” – გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონავირუსის მძიმე მე-5 ტალღას პროგნოზი

10/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ფეისბუკ „ლაივში“ მოქალაქეებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მე-5 ტალღა მეტად მძიმე იქნება.


მისივე თქმით, სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებელი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, გენოციდის ტოლფასია.

„იმის ნაცვლად, რომ 3-5 გარდაცვლილი გვყავდეს, 30 ადამიანი გვეღუპება ყოველდღე. ეს არის საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. თავის დროზე აფხაზეთში – რუსებმა და აფხაზებმა, ცხინვალის რეგიონში – რუსებმა და ოსებმა ხომ გაგვიკეთეს გენოციდი, ახლა კი საქართველოში ვერ მართული პანდემიის სახით, ჩუმი გენოციდი მიმდინარეობს.

დღეში 30-40 ადამიანი გვეღუპება და ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია, ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნილია, ხალხის უმრავლესობა პირბადის გარეშე დადის და ა.შ.

ზოგადად, ეს ქვეყანა ბოლო 30 წელიწადია, ვერ ჩამოყალიბდა. აქ ფული და გავლენები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიონალიზმი, ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ.

გახსოვთ ჩემი პროგნოზი, რომ გეუბნებოდით, იანვარში რთული მეხუთე ტალღა გვექნება-თქო?! ახლა რაც ქვეყანაში ხდება, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

გავიგე – არასტაბილური ქვეყანა ვართ, გავიგე – დემოკრატია ჯერ კიდევ მშობიარობის პროცესშია, მაგრამ არალოგიკურობა როდემდე?!

ვაქცინაციის ლატარია არის აბსურდი.

სხვათა შორის, თავის დროზე ბატონმა გია ხუხაშვილმა თქვა, კარგი იქნება, წასახალისებლად ხალხს ვაჩუქოთ მანქანა, ბინა, სარეცხის მანქანა, ნივთებიო.

დავამატებდი, სახელმწიფო კი არ უნდა ჩარეულიყო ვაქცინაციის ლატარიაში, არამედ ბიზნესის აქტიური ჩართულობა უნდა უზრუნველეყოთ, ფსიქოლოგიურად მეტი სტიმული და ეფექტურობა იქნებოდა ნივთების გადაცემით, ვიდრე ამ 50-100 ლარით“, – ამბობს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/chumi-genotsidi-mimdinareobs-giorgi-fkhakadze-saqartveloshi-koronavirusis-mdzime-me-5-talghas-prognozirebs/



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ახლა საჯაროდ ვიტყვი, რომ ამ პრეპარატის თაობაზე ვიცოდი...“ - გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights