სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიბაღების დაკეტვა, სკოლების და ყველა ოფისის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა – გიორგი ფხაკაძე...

ბაღების დაკეტვა, სკოლების და ყველა ოფისის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა – გიორგი ფხაკაძე მძიმე…

20/11/2021

იმედია, ახლა მაინც მიხედავთ საქმეს. კოვიდის მე-5 ტალღა საქართველოში უფრო გაძლიერდება დეკემბერში და ყველა უნდა შევხედოთ მომზადებლი, – ამის შესახებ ჯანდაცვის საერთაშორისო ექპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.

„ბაღები უნდა დაიკეტოს, სკოლები და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა გადავიდნენ ონლაინ რეჟიმზე, ყველა ოფისი, სადაც ეს შესაძლებელია უნდა გადავიდნენ დისტანციურზე. კოვიდ სტატუსი უნდა დაინერგოს, რაც შეიძლება მალე. სამედიცინო პირბადეები უნდა იყოს ყველგან სავალდებულო.

ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო სამედიცინო, სასწავლო, სერვის (კაფე, მაღაზია, სალონები, მიმტანის სერვისები, ბანკები, და ასე შემდეგ) სექტორებისთვის. ქვეყანა უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე (ფაიზერ-ბიონტეკი) როგორც ეს ქნა თურქეთმა. დისტანცია უნდა იყოს სავალდებულო.

ანტივაქსერული მოძრაობების ორგანიზატორების პროკურატურამ უნდა წაუყენოს ბრალდება „განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში“. რეანიმაციული საწოლები უკვე გადატვირთულია, დეკემბერში კი ჟანგბადის და რეანიმაციული საწოლების დეფიციტი იქნება.

მე გაფრთხილებთ და არ გაშინებთ. თუ თქვენ გინდათ, რომ იცხოვროთ ტყუილში, კი ბატონო, ეს თქვენი არჩევანია. უბრალოდ, მასიური მკვლელობისკენ მოწოდება ჰქვია ამას“, – აცხადებს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/baghebi-unda-daiketos-skolebi-da-kvela-saganmanatleblo-datsesebulebebi-unda-gadavidnen-onlain-rezhimze-giorgi-fkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ასეთი რამ მსოფლიოს არ ახსოვს“ – რა სასიხარული ინფორმაცია აცნობა გიორგი ფხაკაძემ საზოგადოებას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights