ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„ომიკორნის“ შესახებ გიორგი ფხაკაძე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

„ომიკორნის“ შესახებ გიორგი ფხაკაძე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

13/12/2021

ნელ-ნელა გვაქვს მცირე და საინტერესო სიახლეები. ომიკორნი სავარაუდოდ 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად უფრო ბევრი ადამიანი დაინფიცირდება მოკლე დროში, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ომიკორნით რეინფიცირების შანსი კოვიდ ინფიცირებულებში სავარაუდოდ 5-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ვაქცინირებულებში (სავარაუდოდ დელტას სტატისტიკას წაყვება) – შესაბამისად, ფაიზერით ან მოდერნათი 2-ჯერ ვაქცინირებულები უფრო დაცულები არიან. გახსოვდეთ ვაქცინა 100% დაცვას არ იძლევა. ასევე დადასტურდა 2-ჯერ ვაქცინირებულებში ინფიცირება (რატომ, ესე კიდევ უნდა დადგინდეს, მიზეზი შეიძლება იყის ვაქცინის ტიპი, ვაქცინაციის დრო-6 თვეზე მეტი გავიდა, ან კუდევ სხვა რუსკ ფაქტირები). გვახსოვდეს საკმაოდ მცირე ინფორმაცია გვაქვს ჯერჯერობით.


ბუსტერ დოზები არის დღესდღეობით პირველი რიგის “თავდაცვის” საშუალება. შესაბამისად, მე-3 დოზა ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინები უნდა იყოს პრიორიტეტული. სავარაუდოდ ბუსტერი გაზრდის დაცვას ომიკორნისგან.

პირველადი მონაცემები სამხრეთ აფრიკიდან (ოპტიმისტური, მაგრამ მაინც უნდა დაველოდოთ 2-3 კვირა უფრო სრული სურათისთვის) აჩვენებს, რომ ომიკორნი სავარაუდოდ უფრო იოლ ფორმაშია, ვიდრე დელტა და ბეტა ვარიანტები.

კოვიდ ვირუსი არსად წასულა. გაუფრთხილდით ერთმანეთს. გახსოვდეთ:

აიცერით ფაიზერით ან მოდერნას ვაქცინით. ბუსტერ დოზები ფაიზერით ან მოდერნათი. არ გადადოთ.

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. გაანიავეთ დახურული სივრცეები ყოველ 15-20 წუთში. დაიცავით დისტანცია (1 მეტრი მაინც). დაიბანეთ ხელები (საუკეთესოა, საპნით). იფიქრეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, შეაჩეროთ ეს ვერაგი ვირუსი. აერიდეთ ყალბ ინფორმაციებს. ყალბი ინფორმაციის გავრცელება უდრის ვირუსის გავრცელებას

იყავით პოზიტიურები და გახსოვდეთ, რომ ჩვენ ამ ვერაგ ვირუსს მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ დავამარცხებთ. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ ჩავკეტოთ ქვეყანა. ვუთხრათ არა ლოკდაუნს და მოვარჯულოთ ეს ვირუსიყველაფერი არის ჩვენს ხელში. ყველაფერი იქნება კარგად. ჯანმრთელობას გისურვებთ,“- წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/omikornis-shesakheb-giorgi-fkhakadze-ganakhlebul-informatsias-avrtselebs/


  „ახლა გეტყვით, სიმართლე რა არის…“-გიორგი ფხაკაძე

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights