სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„ახლა დამესევიან ფანკლუბის წევრები“ – გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს აკრიტიკებს

„ახლა დამესევიან ფანკლუბის წევრები“ – გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს აკრიტიკებს

26/12/2021


ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ექიმ გიორგი ღოღობერიძის ვიდეოჩართვას ეხმაურება, სადაც ეს უკანასკნელი პანდემიაზე საუბრობს.

ლინკი – https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=277934114209854


„არაერთმა ადამიანმა ჩამიგდო ეს ლინკი. კოვიდი არის გაციება?! პოსტკოვიდი სად არის? საინტერესოა, მაგრამ ზღაპრებზე რატომ გადავდივართ ?! მოკლედ, რა… დღეს დაზუსტებით არაფერი ვიცით ამ ვირუსის ახალი შტამის შესახებ. დეტალური ინფორმაცია იქნება 2-3 კვირაში, ისიც ნაწილობრივ, ვაქცინების კუთხით.

გაზიარებული ინფორმაცია არის “misleading”(მცდარი). იქნებ კლინიკურ საკითხებს მივხედოთ და საზოგადოებრივ ჯანდაცვას ამ ეტაპზე თავი ავარიდოთ. ყველას გვაქვს ჩვენს (სამედიცინო) სფეროში ლიცენზიები და მივყვეთ ჩვენს დარგს. ყველა ახალგაზრდა კოლეგის აქტიურობას მივესალმები, მაგრამ სჯობს, ჯერ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ექიმი საუბრობდე პანდემიაზე და არ ახსენო ვაქცინაცია?! ეს, უბრალოდ, ეთიკის საკითხია. სამედიცინო ეთიკა და დაუწერელი სამედიცინო კოდექსი არასდროს არ უნდა დავარღვიოთ.

რეზიდენტებს ბევრი ეპატიებათ, ფაქტობრივად, სტუდენტები არიან, მაგრამ როცა ექიმის ლიცენზიას აიღებ, ეს უკვე პასუხისმგებლობაა. დიდი იმედგაცრუებაა, რაც ახლა ვნახე … იმედია, ვცდები.


P.S.: ახლა დამესევიან ფანკლუბის წევრები“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/akhla-damesevian-fanklubis-tsevrebi-giorgi-fkhakadze-giorgi-ghoghoberidzes-akritikebs/



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ყველაფერი უკუღმა გაკეთდა“ – გიორგი ფხაკაძის მიმართვა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights