ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე – „კოვიდ ინფიცირებულებს სპერმის ხარისხი უფუჭდებათ”

გიორგი ფხაკაძე – „კოვიდ ინფიცირებულებს სპერმის ხარისხი უფუჭდებათ”

27/01/2022



„კორონავირუსი არ არის გრიპი, გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება“, – ამის შესახებ აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე განაცხადა.


„კოვიდინფიცირებულ ადამიანებში, სამწუხაროდ სპერმის ხარისხი ძალიან დავარდნილია. ყვითელი პრესა არ არის, ვსაუბრობთ კონკრეტული კვლევებით. კონკრეტული ადამიანები არიან, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ. ძალიან რთული პრობლემაა, ბოდიში მაგრამ ეს არ არის გრიპი. გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება. ამაში არის განსხვავება, რა ენაზე ვთქვა, მარტივად ვამბობ 100 კაციდან 30 ვერ გააკეთებს ბავშვს.


მეცნიერული კვლევებით არის დადასტურებული 30-ზე მეტ ქვეყანაში. ამის გამო არის სტრესი, დეპრესია და სუიციდი. ამიტომ ვამბობ, გაუფრთხილდით თავს და მაქსიმალურად დაიცავით წესები“, – აცხადებს ფხაკაძე.


ამასთან, ფხაკაძემ სამედიცინო პირბადეების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომიკრონის გავრცელების შემთხვევაში გამოწვევა ამ კუთხით გამოწვევა არსებობს.


„სამწუხაროდ ომიკრონს სხვა შტამებთან შედარებით, ძალიან ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს. საუბარია იმაზე, რომ გაცილებით ძლიერი პირბადეები გვჭირდება, განსაკუთრებით კი ხალხმრავალ ადგილებში. 2 სამედიცინო პირბადის გამოყენება სასურველია ან უნდა გამოიყენოთ FFP2 ან N95“, – დასძინა ფხაკაძემ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/01/koronavirusi-ar-aris-gripi-gripis-shemdeg-spermis-khariskhi-ar-phutchdeba-giorgi-phkhakadze/



  „დასასრულის დასაწყისია. სანამ დროა, მოუსმინეთ ხალხს…“ – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights