სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარიბლოგი„დროზე მოიმარაგეთ პირბადე და სიცხის დამწევი წამალი, ოღონდ არა ქართული და არა...

„დროზე მოიმარაგეთ პირბადე და სიცხის დამწევი წამალი, ოღონდ არა ქართული და არა პაკისტან/ეგვიპტეს…“

09/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ მარტო ანტისხეული არ არის გამოსავალი და ეს არ არის ინდიკატორი, შენ დაგემართება თუ არა კოვიდი.


მისი თქმით, არის კვლევები, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილი ადამიანები სამი თვის შემდეგ დაცულობას კარგავენ და რაც დრო გადის, ეს დაცულობა სულ უფრო იკარგება.


„სხვათა შორის, საქართველოში ყველას უყვარს ტესტების გაკეთება. მე ვხედავ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ლაბორატორია მილიონობით ფულს აკეთებს სწორედ ამ ანტისხეულების ტესტებით. ანტისხეული ეს არის მხოლოდ ერთი მიმართულება. იცით, როგორ არის? – მიდიხარ, იკეთებ ტესტს და მერე ყველაფერი კარგად არის. არადა, კოვიდი მარტო ანტისხეულებზე არ არის დამოკიდებული, კიდევ სხვა მექანიზმზეა საუბარი, ასევე კვლევებშია საუბარი, რომ არ მინდა, არასამედიცინო ენა გამოვიყენო, მაგრამ არის კიდევ სხვა კონკურენტები და სხვა ტესტები, რომლებიც აჩვენებს, რომ შესაძლებელია, ანტისხეულები მაღალი იყოს, მაგრამ სხვა ინდიკატორები აჩვენებს, რომ პირიქით, ამ ადამიანს შეიძლება, დაემართოს კოვიდი. შესაბამისად, მარტო ანტისხეული არ არის გამოსავალი და ეს არ არის ინდიკატორი, შენ დაგემართება თუ არ დაგემართება კოვიდი“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, კოვიდპასპორტი მაქსიმუმ, 6-თვიანი უნდა იყოს.


„მე რომ ვყოფილიყავი გადაწყვეტილების მიმღები და თუ მინდა, მართლა გავაჩერო ვირუსი მსოფლიოში, მე მაგალითად, მივიღებდი კოვიდის გადატანიდან სამ თვეს. რატომ? – იმიტომ, რომ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად დაცული. 100 ადამიანიდან შეიძლება, 70 ადამიანი სამი თვის შემდეგ იყოს დაცული, მაგრამ 30 ადამიანი შეიძლება, იყოს რისკის ქვეშ და ეს 30 ადამიანი გაავრცელებს ვირუსს. ექვსი თვის შემდეგ ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი, რომ 100 ადამიანიდან დაახლოებით, 70 ადამიანს შეიძლება, დაემართოს ვირუსი და 30 ადამიანი არის დაცული“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


მისი განცხადებით, არის კვლევები, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილი ადამიანები სამი თვის შემდეგ დაცულობას კარგავენ და რაც დრო გადის, ეს დაცულობა სულ უფრო იკარგება.


„ეს დრო რომ არ დავკარგოთ, ამიტომ არის რეკომენდებული, რომ ადამიანი, რომელიც კოვიდს გადაიტანს, 30 დღის შემდეგ უნდა აიცრას პირველი დოზით, 21-28 დღის შემდეგ მეორე დოზით, რა თქმა უნდა, „ფაიზერით“ და მეორე დოზიდან 14 დღის შემდეგ ის დაცულია. აი, ზუსტად ეს სამთვიანი ფანჯარა კარგად იხურება.

სახელმწიფომ უნდა მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ეს არ არის ყოველთვის ლამაზი, ნაზი და საყვარელი. ეს არის მყისიერი და მწარე, მაგრამ სტრატეგიულად, შენ უნდა იფიქრო არა შენს პოლიტიკურ პარტიაზე და რეიტინგზე, არამედ შენ ფიქრობ სახელმწიფოებრივად, რომ შენი თითოეული მოქალაქე იყოს დაცული და ეს არის სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ფხაკაძემ.



ექსპერტმა განაცხადა, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება აპოლიტიკური, მეცნიერებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.


„მაგალითად, პორტუგალიაში 12 წლიდან მოსახლეობის 98%-ია აცრილი. როგორ?! – მათ ელემენტარულად, დანიშნეს პორტუგალიის არმიის სამხედრო გენერალი, რომელსაც ჩააბარეს ვაქცინაციის პროცესი. სხვათა შორის, იქაც არჩევნები იყო და იყო შიდა პოლიტიკური პრობლემები. მათ ეს პროცესი ჩააბარეს აპოლიტიკურ ადამიანს, გენერალს და უთხრეს, შენ მოაგვარე ეს საქმე. სხვათა შორის, მოაგვარა და 12 წლის ზევით მოსახლეობის 98% აცრა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, ამ პროცესში საქართველო მარტო არ არის, ამ პროცესს ორასი ქვეყანა გადის და ორასი მაგალითია, რა მუშაობს და რა არა.


გიორგი ფხაკაძემ ასევე განაცხადა, რომ ძალიან სწორი და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბოლო გადაწყვეტილება, ბრძანება, რომელიც ბუსტერებთან დაკავშირებით გამოვიდა.


„ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშიც არის, რადგან ის პრაქტიკულად, მთელ ევროპაშია და საქართველო ევროპის ნაწილია.


„ომიკრონი“ აზიაშიც არის გავრცელებული, უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია და რა თქმა უნდა, საქართველოშიც არის“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  თუნდაც მცირე დოზით სასიკვდილოა, 20 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა — რას ვსვამთ საქართველოში? - „ეს არის საგანგაშო“ - გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights