სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„საუბრობდნენ, რომ 2 წელში გვექნებოდა შიდსის ვაქცინა, თუმცა გავიდა 20 წელი და...

„საუბრობდნენ, რომ 2 წელში გვექნებოდა შიდსის ვაქცინა, თუმცა გავიდა 20 წელი და ჯერ ისევ…“

10/09/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით შიდსზე 20 წლის წინ, საუბრობდნენ, რომ 2 წელში გვექნებოდა შიდსის ვაქცინა, თუმცა გავიდა 20 წელი და ეს ვაქცინა ჯერ ისევ არ გვაქვს.“


მისი თქმით, როცა ვაქცინა გადადის ბოლო სტადიაზე, მხოლოდ 10% არის ვარგისიანი.


“ეს ნიშნავს, რომ თუ ვაქცინის 10 კანდიდატია, მათგან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს კარგი ვაქცინა. ზუსტად ასტრაზენეკას ვაქცინამ გვაჩვენა ის, რასაც მე ვამბობდი 5 თვის უკან, – ჩვენ არ უნდა ვიყოთ ძალიან ოპტიმისტურები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით შიდსზე 20 წლის უკან, საუბრობდნენ, რომ 2 წელში გვექნებოდა შიდსის ვაქცინა, თუმცა გავიდა 20 წელი და ეს ვაქცინა ჯერ ისევ არ გვაქვს.

ერთი რამ, რაც ჩვენ ვიცით ამ ვირუსის შესახებ, არაფერი არ ვიცით. არის ძალიან ბევრი ვარაუდები, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლომდე არ ვიცით, როგორ მუშაობს ეს ვირუსი. ეს არის რეალობა.

მაგალითად, ჩვენ გვაქვს ბოლო ინფორმაცია, რომ არის ერთი პაციენტი ჰონკონგიდან და ერთი ამერიკიდან, რომლებიც ხელახლა დაინფიცირდნენ. რა თქმა უნდა, რამდენიმე მილიონი დაინფიცირდა, მაგრამ განმეორების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა და ესეც ბევრ კითხვას აჩენს იმასთან დაკავშირებით, ვაქცინა როგორი ეფექტური იქნება”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გაიმართა შეხვედრა ბატონ გიორგი ფხაკაძესთან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights