ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიგაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში: იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში: იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება

08.04.2020 ImediNews

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში: იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება, მაგრამ დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება



იმედი მაქვს, რომ ორ თვეში, მაქსიმუმ სამ თვეში ეს ყველაფერი დამთავრდება და ზაფხული გვექნება კარგი, მაგრამ მერე დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის თქმით, ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება, არც წამალი იქნება ამ ექვს თვეში და ვირუსს ხელახლა შევხვდებით.

„ჩვენ შემოდგომაზე ვირუსს იმუნიტეტდაქვეითებული შევხვდებით. ახლა მეტნაკლებად ძლიერები ვიყავით. ახლა 2-3 თვე რომ ვსხედვართ სახლში და არ გვაქვს საშუალება ჯანმრთელობას მოვუფრთხილდეთ, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება იფეთქებს და გამწვავდება. ჩვენ მეორე ტალღას შევხვდებით დაქვეითებული იმუნიტეტითა და გამწვავებული ქრონიკული დაავადებებით, ამიტომაც ზაფხულში ძალიან დიდი მობილიზაციაა გასაკეთებელი ჯანდაცვის სისტემის. უნდა გადავდოთ ყველა გაუგებრობა გვერდზე, პროცესებში უნდა ჩაერთოს კერძო სექტორიც, რომ სრული მობილიზაციით შევამციროთ დარტყმა. დარტმა მაინც იქნება ძალიან ძლიერი და ჯობია ვიცოდეთ, რას ველოდებით, რადგან თუ სწორად ვიქნებით შეიარაღებული, უფრო კარგად მოვიგერიებთ ამ დარტყმას“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/135841/gaeros-generaluri-mdivnis-mrcheveli-jandatsvis-sakitkhebshi-imedi-maqvs-zapkhuli-kargi-gveqneba-magram-dadgeba-oqtomberi-rodesats-gripis-sezonits-itskeba

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჩვენ შევძლებთ და ნორმალური ცხოვრება გვექნება – გიორგი ფხაკაძის მიმართვა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights