ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე: კორონავირუსმა არც დაბადების დღე იცის, არც ახალი წელი, არც დილა...

გიორგი ფხაკაძე: კორონავირუსმა არც დაბადების დღე იცის, არც ახალი წელი, არც დილა და არც საღამო

21.12.2020 ImediNews



ვირუსმა არც დაბადების დღე იცის, არც ახალი წელი, არც დილა და არც საღამო. ის ვრცელდება მაშინ, როდესაც მისცემ საშუალებას, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2-“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მოიხსნება, ის შედეგი, რაც ინფიცირების კლებამ გამოწვია, რამდენიმე დღეში გაქრება.

„თუ ჩვენ გავიხსნებით 24-ში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ჩემი რეკომენდაციაა, რომ ყველა ის ქვეყანა გავიხსეოთ, ვინც ნაადრევად გაიხსნა და შედეგად ორმაგი და სამმაგი ფასი გადაიხადა. შესაბამისად, საქართველო არის იმის კლასიკური მაგალითი, რომ დავინახეთ შედეგი ჩაკეტვის. დავინახეთ, რომ ჩაკეტვამ შედეგი მოგვცა. კი, ბოლომდე ჩაკეტვა არ იყო, მაგრამ ჩვენ თუ გავიხსნებით, ის მონაპოვარი, რაც გვაქვს, დაიკარგება და გაქრება რამდენიმე დღეში“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

28 ნომებრიდან, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 209 462 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 184 668-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 140 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 489 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 654 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 1 913 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/178106/giorgi-pkhakadze-koronavirusma-arts-dabadebis-dge-itsis-arts-akhali-tseli-arts-dila-da-arts-sagamo

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მე, ერთმა ადამიანმა, უფრო ბევრი გავაკეთე საქართველოსთვის, ვიდრე ვაქცინაციის საბჭომ - გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights