სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება, მაგრამ დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება...

„იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება, მაგრამ დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება…

09/04/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„იმედი მაქვს, რომ ორ თვეში, მაქსიმუმ სამ თვეში ეს ყველაფერი დამთავრდება. ზაფხული გვექნება კარგი. მერე დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება. ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება. არც წამალი იქნება ამ ექვს თვეში და ვირუსს ხელახლა შევხვდებით.


შემოდგომაზე ვირუსს იმუნიტეტდაქვეითებული შევხვდებით. ახლა მეტნაკლებად ძლიერები ვიყავით. ახლა 2-3 თვე რომ ვსხედვართ სახლში. არ გვაქვს საშუალება ჯანმრთელობას მოვუფრთხილდეთ, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება იფეთქებს და გამწვავდება. ჩვენ მეორე ტალღას შევხვდებით დაქვეითებული იმუნიტეტითა და გამწვავებული ქრონიკული დაავადებებით, ამიტომაც ზაფხულში ძალიან დიდი მობილიზაციაა გასაკეთებელი ჯანდაცვის სისტემის.


უნდა გადავდოთ ყველა გაუგებრობა გვერდზე, პროცესებში უნდა ჩაერთოს კერძო სექტორიც, რომ სრული მობილიზაციით შევამციროთ დარტყმა. დარტმა მაინც იქნება ძალიან ძლიერი. ჯობია, ვიცოდეთ, რას ველოდებით, რადგან, თუ სწორად ვიქნებით შეიარაღებული, უფრო კარგად მოვიგერიებთ ამ დარტყმას“ – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights