სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„შეძლებთ ევროპაში ჩასვლას, აცრილი თუ იქნებით ევროკავშირში აკრედიტებული ვაქცინით“-გიორგი ფხაკაძე

„შეძლებთ ევროპაში ჩასვლას, აცრილი თუ იქნებით ევროკავშირში აკრედიტებული ვაქცინით“-გიორგი ფხაკაძე

06/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის საკითხზე გვესაუბრა:
„ბევრი მეკითხება, გაიკეთოს თუ არა ჩინური ვაქცინა. მწერენ, რომ უკვე დარეგისტრირდნენ. ხალხო, უკვე თუ დარეგისტრირდით და გადაწყვეტილება მიიღეთ, მაშინ გაიკეთეთ. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მე ვერ გადაგიწყვეტთ, გაიკეთოთ თუ არა ჩინური ვაქცინა, ყველაფერს აქვს პლიუსი და მინუსი.

ვაქცინაციის თუ გეშინიათ და რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარეთ. ძირითადად, 99%-ში ცუდი არაფერი მოხდება, რამე რომც გართულდეს, წესით, იქვე იქნება მომზადებული მედპერსონალი და ისინი უნდა დაგეხმაროთ.


ასევე გთხოვთ, ნუ უხდით ლაბორატორიების მაფიას ფულს! არც ვაქცინაციამდე და არც შემდეგ არანაირი ტესტების გაკეთება არ არის საჭირო, თუ ექიმის განსაკუთრებული მითითება არ გაქვთ.
მე „ფაიზერის“ ვაქცინით უნდა ავიცრა, არც „ფაიზერის“ ხაჭაპურია ბოლომდე გამომცხვარი, მაგრამ რისკები ძალიან დაბალია, დაცულობა კი მაღალია. მაგალითად, მე რომ გავიკეთებ „ფაიზერს“ ივნისში, მეორე დოზას გავიკეთებ ივლისში. ვალიდურობა იქნება პირველი დოზიდან 6 თვე. ორი დოზის შემდეგ ვიქნები მე თვითონ დაცული და ყველაზე მთავარი, ვიქნები უსაფრთხო გარშემომყოფთათვის. არ მინდა ვიყო ვირუსის გავრცელების წყარო. დაახლოებით 10 ივლისიდან ვიქნები დაცული, ვაპირებ მოგზაურობას ევროპაში და შეიძლება, საქართველოშიც ჩამოვიდე.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვაქცინებზე – „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „ჯონსონ და ჯონსონი“, „მოდერნა“ – უამრავი კვლევაა, რასაც ვერ ვიტყვით ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე.
ხომ არის გაჭირვებული დრო, როცა ლომბარდში ოქროს აბარებენ?! ეს დროა ახლა. მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოს, რომ კარგი ვაქცინა ჩაოვიტანოს. გითხარით, რომელიცაა კარგი ვაქცინა.
ვინც ვაქცინა გაიკეთეთ, გახსოვდეთ, რომ პირველი დოზიდან 1 თვე არ ხართ დაცული. ვინც აპირებთ აცრას, ჩემი რჩევაა, აცრამდე ერთი კვირით ადრე და აცრიდან ერთი კვირის განმავლობაში ალკოფოლი არ მიიღოთ, უმჯობესია, 2 კვირა შეიკავოთ თავი, რადგან ალკოჰოლი იმუნიტეტს აქვეითებს.


ასევე გაფრთხილებთ, ერთი დოზის შემდეგ მეორე დოზაც აუცილებლად გაიკეთეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგებით..
არ შეცდეთ, თქვენ შეძლებთ ევროპაში ჩამოსვლას, აცრილი თუ იქნებით ევროკავშირში აკრედიტებული ვაქცინით, -„ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერმა“, „ჯონსონი და ჯონსონი“. დანარჩენი, რა ვაქცინასაც გაიკეთებთ, მხოლოდ მის მწარმოებელ ქვეყანაში შეძლებთ ჩასვლას“.


საქართველოში 43 000 დოზა „ატრაზენეკას“ ვაქცინა ჩამოვიდა.
4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზერით“ 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ორჯერ გაუჩერდა გული… ყველაზე რთული იყო როცა გარდამეცვალა ჩემი მეგობრის მამა – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights