21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად აფინანსებს სახელმწიფო. სამინისტროს ცნობით, საქართველომ 200 000 დოზა Vaxigrip სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ჯანმოს მიერ რეკომენდებულია.
ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის. აცრა 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა.
