ფიზიკური აქტივობა ადამიანის ჯანმრთელობაში ჩადებული ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა.
რეგულარული მოძრაობა ადამიანს ეხმარება, ასაკის მატების მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალა, წონასწორობა და მოძრაობის უნარი. ამით მცირდება დაცემის რისკი და ხანდაზმულ ასაკშიც უფრო მეტია დამოუკიდებლობის დონე და ცხოვრების ხარისხი.
ფიზიკური აქტივობის სარგებელი მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობით არ შემოიფარგლება. ცხოვრების აქტიური წესი ასევე აუმჯობესებს განწყობას, ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებას და ადამიანებს ეხმარება, აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დაწყება არასდროსაა გვიანი. ფიზიკური აქტივობის მცირე ზრდასაც კი მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს კვირაში სულ მცირე 150 წუთის განმავლობაში საშუალო ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას, რაც დღეში მხოლოდ 22 წუთია. აქტივობის ნებისმიერი ფორმა სასარგებლოა, სეირნობა იქნება, მებაღეობა თუ ყოველდღიური საოჯახო საქმეები.
ადამიანებისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიური ცხოვრების შესაძლებლობების შექმნა აუცილებელია უფრო ჯანმრთელი და მდგრადი საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად.

