პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარისიახლეები„ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ამ მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება“-ვახტანგ...

„ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ამ მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება“-ვახტანგ კალოიანი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ვითარება რთულია, იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე მისი გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად, – განაცხადა რეანიმატოლოგმა, „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, სისხლდენა გაჩერებულია და ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

„სისხლდენა გაჩერებულია. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ამ მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება“, – აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.

უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.

პატრიარქის მდგომარეობა ამჟამად სტაბილური თუმცა საყურადღებო რჩება. ადგილზე იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც.

„ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რათა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება. ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვებაც და ყველა საჭირო ღონისძიების გატარებაც საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი. რა თქმა უნდა დაკვირვება გაგრძელდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

„პაციენტი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილურია“, – განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მსოფლიოში 13-დან 15 წლამდე ასაკის დაახლოებით 40 მილიონი ბავშვი ნიკოტინზეა დამოკიდებული - "ახალგაზრდები განიცდიდნენ ფი­ლტ­ვის კოლაფსს და სხვა მწვავე­ რესპირატორულ დაავადებებს"
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights