ორშაბათი, მარტი 9, 2026
მთავარიშენი ექიმი„ნორმალური მენსტრუალური ციკლი ეს არის ის პროცესები, რაც ხდება ქალის ორგანიზმში ბუნებრივად,...

„ნორმალური მენსტრუალური ციკლი ეს არის ის პროცესები, რაც ხდება ქალის ორგანიზმში ბუნებრივად, ფიზიოლოგიურად და ხელს უწყობს ორსულობის დადგომას“-გურანდა ფხაკაძე

რას არის მენსტრუალური ციკლი

რა დანიშნულება აქვს მას ქალის ორგანიზმში?
რა ითვლება ნორმალურ მენსტრუალურ ციკლად?
რა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას?
გადაცემაში „იმუნიტეტი“ საუბრობს მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი გურანდა ფხაკაძე:
„ნორმალური მენსტრუალური ციკლი ეს არის ის პროცესები, რაც ხდება ქალის ორგანიზმში ბუნებრივად, ფიზიოლოგიურად და ხელს უწყობს ორსულობის დადგომას. ამ დროს ქალის ორგანიზმში მწიფდება კვერცხუჯრედი, შემდეგ ის გამონთავისუფლდება და საშვისლონო ემზადება შესაძლო ორსულობისთვის“ – განაცხადა გურანდა ფხაკაძემ.
მისი თქმით, მენსტრუალური ციკლი შედგება 4 ფაზისგან.
„ზოგადად, მენსტრუალური ციკლი შედგება 4 ფაზისგან. პირველი ეს არის მენსტრუაცია, როდესაც ხდება გასქელებული ენდომეტრიუმის ჩამოფრცქვნა, შემდეგ იწყება ფოლიკულური ფაზა, ეს არის ციკლის პირველი დღიდან დაწყებული ფაზა, როდესაც ხდება რამოდენიმე ანტრალური ფოლიკულის წარმოქმნა საკვერცხეში და შემდეგ ერთ-ერთი დომინანტი ფილიკული, რომელიც მიაღწევს 18-20 მმ-ს, ხდება მისი გასკდომა და დგება ოვულაცია. ოვულატორულ ფაზაში, როდესაც გამოდის კვერცხუჯრედი მცირე მენჯის ღრუში, თუ მოხდა განაყოფიერება, მაშინ უკვე სქელდება საშვილოსნოს ენდომეტრიუმი და განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მიეკრობა საშვილოსნოს ენდომეტრიუმს და განვითარდება ორსულობა. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ორსულობა, მაშინ სქელი ენდომტრიუმი ჩამოიფრცქვნება და ისევ დაიწყება მენსტრუაცია“, – აღნიშნა მეან-გინეკოლოგმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრმა გურანდა ფხაკაძემ.
ზოგადად, რა არის ნორმალური მესნტრუალური ციკლი?
გურანდა ფხაკაძე ამბობს, რომ ეს არის პეიროდი 21-დან 35-მდე დღემდე შუალედი.
„ეს არის პეიროდი 21-დან 35-მდე დღემდე შუალედი. საშუალოდ არის 28-დღიანი, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ იყოს მაინცდამაინც 28-დღიანი ციკლი. შესაძლოა იყოს 2-3 დღით ადრე ან 2-3 დღით დაგვიანებით. მთავარია, რომ იყოს რეგულარული და პროგნოზირებადი. ციკლის ხანგრძლივობა უნდა იყოს 3-დან 7 დღემდე. უნდა იყოს ციკლი უმტკივნეულო ან ზომიერად მტკივნეული. სისხლის რაოდენობა, რომელიც იკარგება მენსტრუაციის დროს, არ უნდა აღემატებოდეს 150-200 მილილიტრს…“ – განაცხადა გურანდა ფხაკაძემ.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სიცოცხლისთვის საშიში პრეპარატი, რომელიც საქართველოში კვლავ იყიდება!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights