კვირა, მარტი 15, 2026
მთავარისამინისტროსხდომაზე აღინიშნა რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი,...

სხდომაზე აღინიშნა რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი, მრავალწლიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს, რომელმაც ქვეყნის სისტემის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც 2025 წლის ძირითადი მიღწევები შეაფასეს და 2026 წლის სამოქმედო გეგმები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ცენტრის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერებაა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ფურცელაძემ წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა 2025 წლის მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, ლაბორატორიული სიმძლავრეების განვითარებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნასა და ეფექტიან რეაგირებას.

სხდომაზე აღინიშნა რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი, მრავალწლიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს, რომელმაც ქვეყნის სისტემის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ღონისძიების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები საქართველოში მალარიის ელიმინაციის ისტორიული შედეგის მიღწევაში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის დაჯილდოვდნენ.

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მარიამ ტაბატაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დისკუსია ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირების, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარების, წარმატებული ინიციატივების გამოვლენისა და მისი ფართო მასშტაბით განხორციელების წახალისების მიზნით გაიმართა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights