კვირა, მარტი 15, 2026
მთავარიშენი ექიმი„უფრო ხშირია ბავშვებში, მაგრამ შესაძლოა მოზრდილებშიც გამოვლინდეს“ - წარმონაქმნი სწრაფად იზრდება, იცვლის...

„უფრო ხშირია ბავშვებში, მაგრამ შესაძლოა მოზრდილებშიც გამოვლინდეს“ – წარმონაქმნი სწრაფად იზრდება, იცვლის ფერს ან ფორმას, სისხლდენს ან მტკივნეულია

დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა აგნომიას შესახებ საუბრობს:

ანგიომა არის კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, რომელიც კანის ზედაპირზე ჩნდება წითელი, იისფერი ან მუქი ლაქის/კვანძის სახით. იგი ვითარდება მცირე სისხლძარღვების გაფართოებისა და გადაჭარბებული ზრდის შედეგად.

„უფრო ხშირია ბავშვებში, მაგრამ შესაძლოა მოზრდილებშიც გამოვლინდეს“ – წარმონაქმნი სწრაფად იზრდება, იცვლის ფერს ან ფორმას, სისხლდენს ან მტკივნეულია | sheniekimi.ge | შენი ექიმი

ყველაზე გავრცელებული ტიპები
• ჩერი ანგიომა (Cherry angioma) – პატარა, მრგვალი, მკვეთრად წითელი კვანძი; ხშირად ჩნდება ტანზე და ასაკთან ერთად მატულობს.
• ობობისებრი ანგიომა (Spider angioma) – ცენტრალური წერტილი და მისგან გამოსული თხელი „სხივები“; ხშირად სახეზე ან კისერზე.
• კაპილარული ჰემანგიომა – უფრო ხშირია ბავშვებში, მაგრამ შესაძლოა მოზრდილებშიც გამოვლინდეს.
რატომ ჩნდება?
ანგიომების ზუსტი მიზეზი ყოველთვის ცნობილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვან როლს თამაშობს:
• ასაკობრივი ცვლილებები
• გენეტიკური წინასწარგანწყობა
• ჰორმონალური ცვლილებები
• ღვიძლის გარკვეული პათოლოგიები (განსაკუთრებით ობობისებრი ანგიომების შემთხვევაში)
როდის არის საჭირო კონსულტაცია?
ანგიომა უმეტესად უვნებელია და მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცა ექიმთან ვიზიტი რეკომენდებულია, თუ:
• წარმონაქმნი სწრაფად იზრდება
• იცვლის ფერს ან ფორმას
• სისხლდენს ან მტკივნეულია
• ჩნდება მრავლობითად მოკლე პერიოდში
მკურნალობის მეთოდები
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოცილება:
• ლაზერული თერაპიით
• ელექტროკოაგულაციით
• კრიოთერაპიით
პროცედურები, როგორც წესი, მარტივი და უსაფრთხოა, ტარდება ამბულატორიულად
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ცელიაკია – რა უნდა იცოდეს მშობელმა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights