შაბათი, აპრილი 18, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებაზე: ჩვენი მთავარი ამოცანაა სოციალური სამართლიანობა შეიქმნას...

მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებაზე: ჩვენი მთავარი ამოცანაა სოციალური სამართლიანობა შეიქმნას და სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხები ხმარდებოდეს მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს

ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ, რომ სოციალური სამართლიანობა შეიქმნას. რომ ქვეყანაში არსებობდეს სისტემა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხები ხმარდებოდეს მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ცნობილია, უწყება სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, რეესტრში არიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ იმის საჭიროება, რომ სოციალური დახმარება აიღონ.

მინისტრის განცხადებით, ბაზაში ასეთი პირების ყოფნა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის იყო კოვიდპანდემია, რის გამოც ვერ ხდებოდა მონიტორინგი, გაუმჯობესდა თუ არა კონკრეტული ბენეფიციარის ფინანსური მდგომარეობა.

„მაგალითად, კოვიდის დროს მიღებული იყო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მორატორიუმი გავრცელებულიყო, ანუ არავინ გადამოწმებულიყო. ისე სტანდარტულად, დღეს, რომ მოვიდეს ოჯახი, რომელსაც აქვს დიდი პრობლემები სხვადასხვა მიზეზების გამო, კონკრეტული კრიტერიუმებით შევაფასებთ. პირობითად ვამბობ, აქვთ ქულა მაგალითად 50 ათასი, მეტი არა, შესაბამისად, მას ენიშნება შემწეობა. მაგრამ თუ შეძლებს, რომ ამოვიდეს ამ სიღარიბიდან, მაგალითად მუშაობა დაიწყოს, ხელფასი გაეზარდოს … ასეთ შემთხვევაში მას ხომ აღარ სჭირდება ასეთი შემწეობა?! აი, ასეთ შემთხვევაში სტანდარტულად, რომ არა მორატორიუმი, რომ არა სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით და სხვა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ბუნებრივია, როგორც კი ჩნდება გარკვეული ქონება, ამას ვამოწმებთ სტანდარტულად. ეს პროცესი იწყება რეალურად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის თქმით, გადამოწმების პროცესი იქნება მასშტაბური და პროაქტიული.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „ბატონმა თენგიზმა თქვა, “ცნობილი” ექიმები ანტივაქსერულ მოძრაობაში იყვნენ ჩართული“ - გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights