პარასკევი, თებერვალი 20, 2026
მთავარისიახლეებიპიმენ ყურაშვილი: სახელმწიფო დააფინანსებს ფილტვის კიბოს სკრინინგს ყოველწლიური დაბალი დასხივების ტომოგრაფიული გამოკვლევით,...

პიმენ ყურაშვილი: სახელმწიფო დააფინანსებს ფილტვის კიბოს სკრინინგს ყოველწლიური დაბალი დასხივების ტომოგრაფიული გამოკვლევით, რაც ძალიან საჭიროა – ვისაც გეკუთვნით ეს კვლევა, აუცილებლად მიჰყევით რეკომენდაციებს და ყოველწლიურად ჩაიტარეთ

რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა რომ სახელმწიფო დააფინანსებს ფილტვის კიბოს სკრინინგს ყოველწლიური დაბალი დასხივების ტომოგრაფიული გამოკვლევით, რაც ძალიან საჭიროა. მითუმეტეს საქართველოში მწეველთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოება „ქართულის“ წევრი პიმენ ყურაშვილი.

ყურაშვილი განმარტავს, ვის ეკუთვნის სკრინინგი.

„ვის ეკუთვნის ეს სკრინინგი: United States Preventive Services Task Force (USPSTF) – ის რეკომენდაციების მიხედვით ადამიანი, 50 წლიდან 80 წლამდე, რომელიც ეწევა ან ეწეოდა 20 წელი დღეში ერთ კოლოფს. თუნდაც ეწეოდა ეს 20 წელი ადრე, მაგრამ 15 წელი არ არის გასული მას შემდეგ რაც შეწყვიტა მოწევა.

დღეში ერთი კოლოფი 20 წლის განმავლობაში ნიშნავს ასევე, რომ თუ მაგალითად, ადამიანი ეწეოდა ნახევარ კოლოფს, ანუ 10 ღერ სიგარეტს 40 წელი, მასაც გამოსდის რომ 20 წელი ეწეოდა ერთ კოლოფს. ან თუ 10 წელი ეწეოდა 2 კოლოფს, მასაც გამოუვა 20 წელი ერთი კოლოფი. იგივენაირად დაითვლება გეკუთვნით თუ არა სკრინინგი ინდივიდუალურ შემთხვევებში დროისა და მოწეული სიგარეტის რაოდენობის მიხედვით.

პროგნოზის მხრივ, ძალიან დიდი განსხვავებაა ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილ და გვიან აღმოჩენილ კიბოს შორის. ამიტომ გირჩევთ ყველას ვისაც გეკუთვნით ეს კვლევა, რომ აუცილებლად მიჰყვეთ რეკომენდაციებს და შესაბამისად ჩაიტაროთ ეს გამოკვლევა ყოველწლიურად“, – წერს პიმენ ყურაშვილი.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ორსულობის პერიოდში დედის ნაწლავური მიკრობიომის მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის მომავალი მიკროფლორასა და საჭმლის მომნელებელ ჯანმრთელობაზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights