ოთხშაბათი, თებერვალი 11, 2026
მთავარიშენი ექიმიპროექტი „მწვანე შუქი“ — ინტერდისციპლინარული მოდელი შშმ ბავშვების მშობლების ფსიქო-სოციალური გაძლიერებისთვის

პროექტი „მწვანე შუქი“ — ინტერდისციპლინარული მოდელი შშმ ბავშვების მშობლების ფსიქო-სოციალური გაძლიერებისთვის

პროექტი „მწვანე შუქი“ — ინტერდისციპლინარული მოდელი შშმ ბავშვების მშობლების ფსიქო-სოციალური გაძლიერებისთვის

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვების მშობლების ფსიქო-ემოციური კეთილდღეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან, თუმცა ხშირად უგულებელყოფილ კომპონენტს ბავშვთა განვითარების ეკოსისტემაში. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლის მენტალური მდგომარეობა პირდაპირ აისახება ბავშვის რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის შედეგებზე.

სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ შეიქმნა ინტერდისციპლინარული პროექტი „მწვანე შუქი“, რომელიც მიზნად ისახავს შშმ ბავშვების მშობლებისა და მეურვეების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ფსიქო-საგანმანათლებლო გაძლიერებას.

პროექტის საფუძველი გახდა მისი ერთ-ერთი ავტორის, მარიამ დალაქიშვილის პირადი გამოცდილება , როგორც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედისა და როგორც უფლებადამცველის, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ძალადობაგამოვლილ ქალებთან, მარტოხელა დედებთან და შშმ პირთა ოჯახებთან.

2020 წელს, მხოლოდ განქორწინების შემდეგ, მარიამ დალაქიშვილმა შეძლო შვილის მდგომარეობის სრულფასოვანი დიაგნოსტირება.

თანაცხოვრების პერიოდში ბავშვის კვლევებზე ხელმისაწვდომობა  ყოფილი მეუღლის გამო შეზღუდული იყო, ხოლო განვითარების სირთულეები ხშირად დედის „არასათანადო აღზრდას“ მიეწერებოდა. ეს ნაცნობი ამბავია ბევრი ქალისთვის. როცა დედა ყველაფერში დამნაშავეა, ხოლო რეალური პრობლემები უხილავი რჩება?

განქორწინების შემდეგ ჩატარებული მრავალპროფილური შეფასებების შედეგად დადგინდა :

  • მეტყველების შეფერხება,
  • განვითარების ეტაპების დაყოვნება,
  • ბავშვთა აუტიზმი.

აღნიშნული დიაგნოზების მიღება ემოციურად რთული პროცესი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დედა ადრეული ნიშნების მიმართ ყურადღებიანი იყო და ოჯახში პირველი აღმოჩნდა, ვინც განვითარების რეგრესზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც 1 წლისა და 8 თვის ასაკში ბავშვს მეტყველება შეუჩერდა.

ბავშვი ჩაერთო სახელმწიფო პროგრამებში და მიიღო ხელმისაწვდომი სერვისები, თუმცა გამოვლინდა რამდენიმე სისტემური პრობლემა:

  • თერაპიების არასაკმარისი რაოდენობა
  • სერვისების ხარისხის არათანაბარი სტანდარტი,
  • მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის სისუსტე სერვისპროვაიდერებთან.

ამასთან, მუდმივმა ზრუნვამ და 24/7 რეჟიმში ბავშვის საჭიროებებზე მორგებულმა ცხოვრებამ დედა პრაქტიკულად მოწყვიტა სოციალურ და პროფესიულ სივრცეს, რამაც გაზარდა სოციალური მოწყვლადობა და ფსიქოლოგიური დატვირთვა.

პირადი გამოწვევების პარალელურად, მარიამ დალაქიშვილმა დაიწყო პერსონალური ქოუჩინგის შესწავლა “ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციაში” და გააღრმავა ცოდნა ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის მიმართულებითაც.

  საზიანოა თუ არა კონტაქტური ლინზებით ძილი?

2021 წელს მან დააფუძნა ა(ა)იპ „ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი — ილაპარაკე“, რომლის მისიაა:

  • ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერა,
  • მარტოხელა დედების გაძლიერება,
  • შშმ პირებისა და მათი ოჯახების დახმარება.

მარიამის შშმ პირთ მშობლლებთან ხშირმა კომუნიკაციამ  გამოიკვეთა საერთო ტენდენციები:

  • მშობლების მაღალი სოციალური მოწყვლადობა,
  • დედებზე გადატანილი ზრუნვის ძირითადი ტვირთი,
  • დიაგნოზის მიუღებლობა ან არასაკმარისი ინფორმირებულობა,
  • შფოთვის, დეპრესიისა და აპათიის მაღალი დონე მშობლებში .

მშობლების დაუცველობით სარგებლობენ სხვადასხვა კომერციული ჯგუფები, რომლებიც სთავაზობენ მათ:

  • ძვირადღირებულ და მეცნიერულად დაუსაბუთებელ ინტერვენციებს (მათ შორის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის კვლევით პროგრამებში ჩართვას  ბავშვების “ აუტიზმისგან განკურნების “ მიზნით),
  • გაურკვეველი წარმოშობის დანამატებს,
  • არასერთიფიცირებულ „ტვინის უბნების ხელოვნურად მასტიმულირებელ“ პრეპარატებს.

ეს პრაქტიკები ხშირად არ მოიცავს შემდგომ სამედიცინო მონიტორინგს და წარმოადგენს ექსპერიმენტულ ჩარევებს, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის შშმ ბავშვებს და მათ ოჯახებს!

ზემოაღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, 2023 წელს მარიამ დალაქიშვილმა და კლინიკურმა ფსიქოლოგმა ნათია კიკვაძემ შეიმუშავეს ინტერდისციპლინარული პროექტი „მწვანე შუქი“, რომელიც რეგისტრირებულია როგორც სამეცნიერო ნაშრომი.

მიზანშეწონილად მიმაჩნია აღინიშნოს, რომ ნათია კიკვაძე არ შემოიფარგლება მხოლოდ კლინიკური ფსიქოლოგის როლით; მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ასეულობით მშობელთან მუშაობის მრავალწლოვან გამოცდილებას, როგორც სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, ასევე სამართალწარმოების პროცესში ბავშვის მიმართ რეფერირების პროცედურების განხორციელების კონტექსტში.

პროექტი „მწვანე შუქი“ — ინტერდისციპლინარული მოდელი შშმ ბავშვების მშობლების ფსიქო-სოციალური გაძლიერებისთვის | sheniekimi.ge | შენი ექიმი
ფსიქოლოგი ნათია კიკვაძე

პროექტის მიზანია:

  • მშობლების ფსიქო-ემოციური გაძლიერება
  • ფსიქო-განათლება

ძირითადი სერვისებია:

  • ფსიქოთერაპია (ჯგუფური CBT / NLP მოდელზე დაფუძნებული)
  • პერსონალური ქოუჩინგი
  • WHO-ს სტანდარტებზე დაფუძნებული ფსიქო-საგანმანათლებლო სესიები
  • ფსიქიატრიული კონსულტაცია
  • ადვოკატირება
  • ბავშვთა სოციალური თერაპია (სანამ მშობელი ჯგუფურ სესიაზეა)
  • peer-support სესიები
  • შშმ პირთა უფლებებზე საგანმანათლებლო მოდულები

2024 წელის

პროექტი განხორციელდა საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს მხარდაჭერით ქალაქ რუსთავის სარეაბილიტაციო ცენტრ “კესანეში”.
მასში მონაწილეობდა 10 სოციალურად დაუცველი  და მარტოხელა დედა.

განხორციელდა:

  • 12 ჯგუფური ფსიქოთერაპიული სესია
  • ფსიქო-საგანმანათლებლო ტრენინგები
  • ინდივიდუალური ქოუჩინგი
  • ბავშვთა სოციალური თერაპია

მეორე საპილოტე ეტაპი მიმდინარეობს სლოვაკეთის საელჩოსა და SAIDC-ის მხარდაჭერით ახლა 6 თვით ევექსის  ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ “ კარავში “

  ღამით ფისტის ჭამა ნაწლავის მიკრობიომისთვის სასარგებლოა

მეორე საპილოტე ვერსიის დროს სერვისებს ღებულობენ:

  1. ინტენსიური ჯგუფური ფსიქოთერაპია (CBT-თერაპიპას უძღვება კლინიკური ფსიქოლოგი გიორგი ხარაიშვილი , NLP თერაპიას უძღვება ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა) ადგილზე; 25 მშობელი
  2. ფსიქო-საგანმანათლებლო სესიები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების –

მდგომარეობის შესახებ — ონლაინ ფორმატში;60 მშობელი- უძღვება პროექტის თანაავტორი ნათია კიკვაძე

  1. შშმ პირთა უფლებებზე ორიენტირებული სესიები — ონლაინ; 60 მშობელი- უძღვება უფლებადაცმეცველი მარი კორკოტაძე
  2. ინდივიდუალური ქოუჩინგი — ონლაინ;25 მშობელი- ატარებს მარიამ დალაქიშვილი
  3. ურთიერთმხარდამჭერი (peer support) სესიები — ონლაინ; 60 მშობელი- უძღვება ოლგა კალინა — ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებელთა და გადარჩენილთა

ევროპული და საქართველოს ქსელის თავმჯდომარე.

  1. ბავშვთა სოციალური თერაპია მშობლების ჯგუფური სესიების პარალელურად. (ბავშვებისთვის, რომლებსაც ვერ ტოვებს მშობელი შინ სესიაზე ყოფნის დროს) სესიებს ატარებს : ფსიქოლოგი ანა ძნელაძე, ანა გაბუნია .

ორგანიზაციამ არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს  მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს,  პროექტის ინტეგრირების მიზნით აბილიტაცია-რეაბილიტაციის სახელმწიფო სერვისში.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული სერვისები დეკლარირებენ მშობლის გაძლიერებაზე ორიენტაციასაც, პრაქტიკაში აღნიშნული კომპონენტი ფაქტიურად არ  არის განხორციელებული.

„მწვანე შუქი“ წარმოადგენს უკვე აპრობირებულ მოდელს, რომელსაც აქვს როგორც პრაქტიკული, ისე სამეცნიერო საფუძველი და შეუძლია იქცეს სახელმწიფო სერვისად რაც ძალიან დაეხმარება შშმ პირების მშობლებს მთელი ქვეყნის მაშტაბით.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ოფიციალური მიმართვა იქნა გაგზავნილი ჯანდაცვის უწყების მისამართით და დღემდე არ მიგვიღია სათანადო რეაგირება, ხოლო შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ფუნქციონირება პრაქტიკულად შეჩერებულია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების განვითარებასა და დანერგვას, გვრჩება საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ჩვენი თანმიმდევრული და არგუმენტირებული ადვოკატირება საბოლოოდ გამოიღებს შედეგს და დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ.

პროექტი „მწვანე შუქი“ ასახავს თანამედროვე ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომის პრაქტიკულ განხორციელებას საქართველოში.

იგი არა მხოლოდ ეხმარება მშობლებს ინდივიდუალურ დონეზე, არამედ ქმნის სისტემურ ხედვას, რომელიც მიმართულია სტიგმის შემცირებისკენ, ინფორმირებულობის ზრდისა და ოჯახების მდგრადობის გაძლიერებისკენ.

პროექტის სახელმწიფო დონეზე დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შშმ ბავშვების რეაბილიტაციის შედეგების გაუმჯობესებას, რადგან ძლიერი და ინფორმირებული მშობელი არის ბავშვის განვითარების ერთ-ერთი მთავარი რესურსი.

  კიბოს მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო სამეცნიერო მტკიცებულებებს -  Big Pharma მილიარდებს დებს დაუდასტურებელ კიბოს კომბო-თერაპიაში – სად არის პაციენტის ადგილი რეალურად?

პროექტი „მწვანე შუქი“ — ინტერდისციპლინარული მოდელი შშმ ბავშვების მშობლების ფსიქო-სოციალური გაძლიერებისთვის | sheniekimi.ge | შენი ექიმი

 

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights