ხუთშაბათი, თებერვალი 12, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე მედიკამენტების ფასზე: აქ ვერ იქნება უბრალოდ, მარტივად და აბსოლუტურად საბაზრო...

მიხეილ სარჯველაძე მედიკამენტების ფასზე: აქ ვერ იქნება უბრალოდ, მარტივად და აბსოლუტურად საბაზრო პრინციპებზე აწყობილი საფასო პოლიტიკა

აქ [მედიკამენტების ფასები] ვერ იქნება უბრალოდ, მარტივად და აბსოლუტურად საბაზრო პრინციპებზე აწყობილი საფასო პოლიტიკა, – განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტების ფასებზე საუბრისას.

მინისტრის განცხადებით, მედიკამენტების ფასების შემთხვევაში საკითხი სენსიტიურია, რადგან საუბარია ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე.

„ყველას კარგად მოეხსენება ამ შემთხვევაში [მედიკამენტების ფასები] რაში მდგომარეობს საკითხის სენსიტიურობა, აქ საუბარია ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელზე ფასსაც აქვს განსხვავებული სპეციფიკა, აქ ვერ იქნება უბრალოდ, მარტივად და აბსოლუტურად საბაზრო პრინციპებზე აწყობილი საფასო პოლიტიკაა. აქ ბუნებრივია სახელმწიფოს მართებს იყოს ბევრად უფრო მკაცრიც, ბევრად უფრო მომთხოვნიც, ჩარეულიც მათ შორის რეგულირებაში, იმისთვის რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ბევრი თვალსაზრისით ხელმისაწვდომობა მედიკამენტზე, მაგრამ მათ შორის უპირველესად ფასის მიხედვით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, წამლის ფასი ის ერთ-ერთი საკითხია, რომელიც საზოგადოებას რეალურად აწუხებს.

„ეს არის საკითხთა იმ წრეში შემავალი ერთ-ერთი საკითხი, რომელიც რეალურად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. მედიკამენტები მე თუ მკითხავთ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ყველა იმ ჩამოთვლილ პროდუქტს შორის, რომელიც ამ დღეების განმავლობაში დასახელებულა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights