ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: 7 ათას მედიკამენტზე მოქმედებს ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რაც ნიშნავს,...

მიხეილ სარჯველაძე: 7 ათას მედიკამენტზე მოქმედებს ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, ფასები რეგულირებულია

7 ათასი მედიკამენტია, რომელზეც მოქმედებს ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, დღეს ფასები რეგულირებულია, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამის გაფართოებაზე, შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. სადაც არსებობს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობისთვის უკეთესი გაკეთდეს, ჩვენი ვალდებულებაა ეს შესაძლებლობა ვნახოთ და ასევე, გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ საუკეთესო ბალანსი მივიღოთ.

ჩვენთვის პრიორიტეტი გახლავთ პაციენტისა და მომხმარებლის უფლება, რომელიც მოითხოვს მედიკამენტს და მეორე მხრივ, დარჩეს შესაძლებლობა, რომ ბიზნესმა თავისუფლად შეძლოს ოპერირება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  პოსტი ნახა მილიონზე მეტმა ადამიანმა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება დროულად და პირდაპირ არის ინფორმირებული - 6 საყურადღებო სიმპტომი, რომლითაც „კოვიდ 19-ის“ ახალი შტამი ვლინდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights