ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარიშენი ექიმიუვარგისი საკვები ბავშვებისთვის

უვარგისი საკვები ბავშვებისთვის

📌 ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია, რომელიც 45 ქვეყანაში გაყიდვიდან ამოიღეს, საქართველოში ამ დრომდე იყიდება

თუკი თქვენს ახალშობილს მუცლის სპაზმური ტკივილი და დიარეა აწუხებს, გულის რევის შეგრძნება ხშირად აქვს და ხშირად აღებინებს, უკვე უნდა ივარაუდოთ, რომ  შესაძლოა საკვები რძით მოიწამლა.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მშობლების მიმართავს:

„Nestlé-ის ჩვილთა კვება, ხელოვნური რძე არის საშიში“

ექიმები ვარაუდობენ, რომ ჩვილების ხელოვნური კვების აქამდე ყველაზე სანდო და პოპულარული პროდუქტი Nestlé ბავშვის ჯანმრთელობისთვისა და სიცოცხლისათვის საშიშია.

შვეიცარული წარმოების უმსხვილესმა კომპანიამ მოკვლევის საფუძველზე საკუთარ 10-ზე მეტ ქარხანაში 800 დასახელების პროდუქტი გაყიდვიდან თავად ამოიღო. Nestlé ინტოქსიკაციის შემთხვევებს ამ დრომდე არ ადასტურებს, თუმცა სიფრთხილის გამო ბაზრიდან პროდუქციის გაწვევის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

მოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ Nestlé-ს ხელოვნური კვების ზოგიერთ პროდუქტში ცერიუსის ბაცილა ბინდრობს. ის ნიადაგში, მტვერში, ნედლეულში ბუნებრივადაც გვხვდება. ზოგჯერ შეიძლება საკვებშის მოხვდეს და უმეტეს შემთხვევაში ეს დიდ პრობლემებს ნამდვილად არ ქმნის, თუმცა მისი ზოგი შტამი ერთ ძლიერ ტოქსინს გამომიმუშავებს, მას ცერულიდი ჰქვია. მთავარი საფრთხე სწორად ეს არის. ბაქტერია თერმოსტაბილურია, ანუ ვერც დუღილი, ვერც ცხელი წყლით მომზადება, ვერც სტერილიზაცია ტოქსინს ვერ კლავს. ბაქტერიის ორგანიზმში მოხვედრა პირღებინებას, მუცლის ტკივილსა და დეჰიდრაგაციას იწვევს. ეს სიმპტომები ჩვილში შესაძლოა სწრაფად და მძიმედ განვითარდეს, რადგან ახალშობილის ორგანიზმი და იმუნური სისტემა ჯერ ჩამოუყალიბებელია.

გიორგი ფხაკაძის განცხადებით, Nestlé-ს პროდუქცია 45 ქვეყანაში გაყიდვიდან ამოიღეს.
„45 ქვეყანა, –  3 მილიარდი ადამიანზეა საუბარი, დაახლოებით 80 მილიონამდე ბავშვს ეხება ეს პრობლემა. თუ თქვენ იყენებთ Nestlé-ს ხელოვნურ საკვებს, გირჩევთ, თავი შეიკაოთ Nestlé-ს პროდუქციის გამოყენებისგან“ – მიმართავს მშობლებს გიორგი ფხაკაძე.

მისი თქმით, საქართველოში ამ თემაზე არავინ საუბრობს.

„სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი კანონმდებლობა. შეგიძლიათ შემოიტანოთ შხამიანი პროდუქტი, დაგაჯარიმონ 500 ლარით და კვლავ გააგრძელოთ ასეთი პროდუქტის გაყიდვა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ არ გამოიყენოთ Nestlé-ს პროდუქცია“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

  უვარგისი საკვები ბავშვებისთვის: გიორგი ფხაკაძე ავერსი ფარმას - Aversi Pharma -ს: „ავერსი ფარმა - Aversi Pharma რატომ არ წყვეტთ პოტენციურად საშიში პროდუქტების რეკლამას?“

ბავშვთა კვების აკრძალული პროდუქტები გაყიდვიდან უკვე 45 ქვეყანაში ამოიღეს. ამ ქვეყნების სიაში საქართველო ჯეჯერობით არ იძებნება. აკრძალული პროდუქცია  Nestlé-ს NAN აფთიაქებში დახლებზე ამ დრომდე ალაგია.

ფარმაცევტები ამბობენ, რომ შესაბამისი უწყებებისგან პროდუქციის გაყიდვიდან ამოღების შესახებ ბრძანება არ მიუღიათ.

ჩვილის ხელოვნური კვების პროდუქტებუს გაყიდვიდან ამოღება საერთაშორისო მედიაში უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე მასშტაბური გაწვევა Nestlé-ს ისტორიაში.

ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ დახლებზე განლაგებული პროდუქცია ჩვილებს არ ვნებს?! აპირებენ, თუ არა სახელმწიფო უწყებები შესაბამისი ზომების მიღებას ან გეგმავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო პროდუქციის აკრძალვის ბრძანება გასცეს, ეს ამ დრომდე უცნობია.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაწყებულმა Nestlé-ის ჩვილთა კვების ფართომასშტაბურმა გაწვევამ (სერიული ხაზები: SMA, BEBA, NAN) მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, რადგან აღნიშნული ბრენდები ადგილობრივ ბაზარზეც ფართოდ იყიდება. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გაწვევის მიზეზი უკავშირდება ცერულიდის შესაძლო არსებობას — ტოქსინს, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ და იწვევს მწვავე კუჭ-ნაწლავის სიმპტომებს.

 

წყაროები

  1. Marrow A, Hirt O. Nestle recalls infant formula batches across Europe on food safety concerns. Reuters. 2026 Jan 6. Available from: https://www.reuters.com
  2. Food Standards Agency (UK). Nestlé recalls several infant formula products due to the possible presence of cereulide toxin. 2026. Available from: https://www.food.gov.uk
  3. EFSA Panel on Biological Hazards. Risks for public health related to the presence of Bacillus cereus in foodstuffs. EFSA Journal. 2016;14(7):4524. Available from: https://efsa.onlinelibrary.wiley.com
  4. Food Standards Agency. Food safety alert on infant formula. 2026. Available from: https://www.food.gov.uk
  5. World Health Organization. Safe preparation, storage and handling of powdered infant formula. 2006. Available from: https://iris.who.int
  6. Risk communication in food safety. BMJ. Available from: https://www.bmj.com
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ძილი ამაგრებს მეხსიერებას — ეფექტი 1 წელზე მეტხანს გრძელდება!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights