სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის სამინისტროს: „მკვდარი სულებით“ ვაჭრობა უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ“

გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის სამინისტროს: „მკვდარი სულებით“ ვაჭრობა უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ“

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

„სრულად ვეთანხმები. „მკვდარი სულებით“ ვაჭრობა უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ.
როცა პოლიკლინიკები იყენებენ ან „ყიდულობენ“ პირადობებს, მათ შორის, გარდაცვლილთა მონაცემებს, რათა ბიუჯეტიდან მიიღონ თანხები, ეს აღარ არის ხარვეზი — ეს არის წინასწარ დაგეგმილი თაღლითობა და საჯარო ფულის სისტემური ძარცვა.
ამ პრაქტიკით ზარალდება რეალური პაციენტი, იკარგება რესურსი და ინგრევა ჯანდაცვის სისტემის ნდობა.
მკაცრი კონტროლი, რეალური იდენტიფიკაცია და პასუხისმგებლობა ერთადერთი გზაა სისტემის გაწმენდისთვის.
ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ მისასალმებელია — ის აუცილებელია სამართლიანი და სუფთა ჯანდაცვისთვის“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  შესაძლოა, ეს სიცოცხლისთვის საშიში ანევრიზმის, გულის ან ფილტვის დაავადების ნიშანი იყოს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights