ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
მთავარიშენი ექიმიროდის უნდა მივმართოთ ექიმს? - „გულის ფრიალი, აჩქარებული გულისცემა, საერთო სისუსტე"

როდის უნდა მივმართოთ ექიმს? – „გულის ფრიალი, აჩქარებული გულისცემა, საერთო სისუსტე”

სიმპტომები, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია სპეციალისტისთვის მიმართვა

 როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

„თბილისის გულის ცენტრი“ სოციალურ ქსელში კარდიოლოგისა და არითმოლოგის, ბუხუტი ბერიძის რჩევებს აქვეყნებს.

კარდიოლოგი იმ სიმპტომების შესახებ საუბრობს, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია სპეციალისტისთვის მიმართვა:

„თუ ჩვენ გვაწუხებს გულის ფრიალი, რომელიც შეიგრძნობა გულმკერდის არეში, გაწუხებთ მუდმივად აჩქარებული გულისცემის შეგრძნება. პერიოდულად უეცრად, ძლიერ გვიჩქარდება გულისცემა, რომელიც თავისით იხსნება ან გრძელდება წუთებისა და საათების განმავლობაში, ან გვაწუხებს გულისცემის ამოვარდნის შეგრძნება, თითქოს გული გაჩერდა და ხელახლა დაიწყო მუშაობა. შეიძლება პირიქით გვაწუხებდეს შენელებული გულისცემა, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, თვალებში დაბნელება, თავბრუსხვევა, თითქოს გონებას უნდა დავკარგოთ, ან დავკარგეთ გონება, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ არითმოლოგს“, – ამბობს ექიმი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights