ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
მთავარიშენი ექიმი5 კერძი, რომელიც გაცხელების შემთხვევაში, მომწამვლელი ხდება

5 კერძი, რომელიც გაცხელების შემთხვევაში, მომწამვლელი ხდება

არსებობს პროდუქტები, რომლებიც ხელახლა გაცხელებისას საფრთხეს ქმნის, და ისეთებიც, რომლებიც მომზადებისა და შენახვის წესების მკაცრ დაცვას მოითხოვს.

არსებობს პროდუქტები, რომლებშიც (კერძებში) ხელმეორედ გაცხელებისას, ბაქტერია ისე მრავლდება, რომ ის მომწამვლელი ხდება ჩვენი ორგანიზმისთვის.

ყურადღებით გაეცანით ამ სიას და გაითვალისწინეთ:

1. კვერცხი
მოხარშული კვერცხი მაცივარში დიდხანს არ უნდა ინახებოდეს — უმჯობესია ერთ დღეზე მეტხანს არ დატოვოთ. გაცივებული კვერცხის ხელახლა გაცხელება არასასურველია, რადგან ცილის სტრუქტურა იცვლება და ორგანიზმისთვის მძიმე ხდება.

2. სოკო
სოკო ხელახლა გაცხელების შემდეგ არა მხოლოდ გემოს კარგავს. მისი ცილები თერმული დამუშავებისას იშლება და შეიძლება წარმოიქმნას ნივთიერებები, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემას აღიზიანებს.

3. ქათამი
ქათმის ხელახლა გაცხელებისას აუცილებელია, რომ შიგნით ტემპერატურამ მინიმუმ 75°C-ს მიაღწიოს — მხოლოდ ასე მცირდება ბაქტერიების გადარჩენის რისკი.

4. ზეთი
ზოგიერთი მცენარეული ზეთი (მაგალითად, ზეითუნის, სელის, რაფსის) მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით წარმოქმნის არასასურველ ქიმიურ ნაერთებს. რაც უფრო ხშირად და ინტენსიურად თბება ზეთი, მით უფრო იზრდება რისკი.

5. ისპანახი

სასარგებლო პროდუქტია, ვიცით. მაგრამ გაცხელებისას რკინა, რომელიც მასშია, ტოქსიკური ხდება. ის კანცეროგენული ხდება. ჩვენს უჯრედებს ჟანგბადი სჭირდება. კიბოს ერთ-ერთი მიზეზი, სხეულში ჟანგბადის ნაკლებობაა. მოკლედ, ფხალეული მეორედ ჭამისას ცივად უნდა მიიღოთ. ისპანახიანი კერძი ან იმდენი მოამზადეთ, რომ ახალ გაკეთებული მიირთვათ, ან აღარ გააცხელოთ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საქართველოში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი - მიმდინარე წელს გამოვლინდა 212 ახალი შემთხვევა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights